ლაპარაკია "ქუინზ პარკ რეინჯერსისა" და "ჩელსის" შეხვედრაში, "რეინჯერსის" 26 წლის მცველ ანტონ ფერდინანდსა და "ლურჯების" 30 წლის კაპიტან ჯონ ტერის შორის მომხდარ ინციდენტზე - ტერის რიო ფერდინანდის უმცროსი ძმის რასობრივი შეურაცხყოფა ედება ბრალად. სიახლე ის გახლავთ, რომ ეპიზოდი, როდესაც ტერი ფერდინანდს აგინებს ტელეკომპანია "სკაი სპორტის" ოცზე მეტი კამერიდან კიდევ ერთს ჰქონია გადაღებული.
მოგეხსენებათ, გამოძიება აქამდე მხოლოდ ერთ ჩანაწერს ატრიალებდა, ახლა კი საშუალება
ამ სიტყვებს, როგორც იცით, არც ტერი უარყოფს, უბრალოდ, ამბობს, რომ ისინი სულ სხვა კონტექსტში თქვა. კერძოდ, "ჩელსის" კაპიტნის ვერსიით ფერდინანდს მოეჩვენა, რომ მან "შე შავო" დაუძახა და ჩხუბი დაუწყო, რის გამოც ტერი იძულებული გახდა დაახლოებით ასეთი რამ ეპასუხა: "რატომ მაბრალებ, რომ შავი ... დაგიძახე?!" ვეტერანი ყვება, რომ ეს მან გაბრაზებულმა წარმოთქვა და ჩანაწერებშიც სწორედ ეს ეპიზოდი ჩანს.
ამრიგად, საკითხს ნათელი ვერც ახალმა ჩანაწერმა მოჰფინა. აქაც კარგად ჩანს, ტერი ფერდინანდს "შე შავოს", რომ უძახის, მაგრამ რა ხდებოდა მანამდე, კვლავ გაუგებარია, რადგან კადრში მოკინკლავე წყვილს სხვა ფეხბურთელები ეფარებიან. გამოდის, რომ ტერი თავის ვარიანტს ვერაფრით ამტკიცებს. გამომძიებლებს ერთადერთი ვარიანტი აქვთ: ორივე გუნდის ფეხბურთელები უნდა დაჰკითხონ. მანამდე კი არის მხოლოდ ერთი კაცის სიტყვა მეორის სიტყვის წინააღმდეგ - ერთი ამბობს, რომ ცუდი სიტყვები შეურაცხყოფის მიზნით ითქვა, მეორე კი სხვა წინაისტორიას ყვება.
გუშინ მოგახსენებდით, რომ ტერი-ფერდინანდის ინციდენტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ცუდ დღეში ჩავარდა - კარს ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ამხანაგური თამაშებია მომდგარი და ასოციაციას არ უნდა, სამკლავური ეკეთოს ადამიანს, რომელსაც ბრალად რასისტობა ედება. მეორე მხრივ კი ტერისთვის, რომელიც "ჩელსის" გარდა ეროვნული გუნდის კაპიტანიცაა, ჯერ არავის არაფერი დაუმტკიცებია. სანაკრებო თამაშებთან დაკავშირებით, ხმა თავად ტერიმაც ამოიღო. მან ფაბიო კაპელოს თხოვნით მიმართა, გამოძიების გამო არაფერი შეცვალოს და შეკრებაზე ჩვეულებრივ გამოიძახოს.
ინგლისელთა ნაკრების იტალიელი მწვრთნელი, დელიკატურ მდგომარეობაშია და სურს კვირამდე, როდესაც შეკრებაზე გამოძახებულთა სია უნდა გამოაქვეყნოს, ასოციაციის შეფებთან ერთად მეტ-ნაკლებად მაინც გაარკვიოს, რა მოხდა და როგორ უნდა მოიქცეს. ჯერჯერობით ტერის გამოძახება-არ გამოძახების საქმე 50-50-ზეა. რიო ფერდინანდმა, რომელიც ინგლისის ნაკრების დაცვის ცენტრს წლების განმავლობაში ამაგრებდა, ამ დღეებში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში საგანგებო სამკლავურით ითამაშა. სამკლავურზე ეწერა: "ერთად რასიზმის წინააღმდეგ". ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდში განხეთქილებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"