ვილაშ-ბოაში: ფეხბურთში ყველას უნდა წარმატებული იყოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრების მხრიდან მოთხოვნა მის მიერ გუნდის დატოვებისა მხოლოდ და მხოლოდ დროებითია.

"გულშემატკივარს ჩემთვის გადადგომის თხოვნით დღემდე არასდროს მოუმართავს. ალბათ იმიტომ, რომ მთავარ მწვრთნელად სულ ორი წელია, რაც ვმუშაობ. ეს გარდაუვალი იყო. არსენ ვენგერმა და ალექს ფერგიუსონმა უკვე გაიარეს ეს პერიოდი. ზოგიერთ ქვეყნებში გულშემატკივრები თავის ემოციებს პირველივე ცუდი ჩატარებული მატჩის შემდეგ გამოხატავენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. მწვრთნელი ყოველთვის აგებს პასუხს შედეგის გამო, რადგან ეს ბიზნესია, რომელშიც ყველას უნდა წარმატებული იყოს", -
განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჩელსი" ზაფხულში ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული