მერსისაიდელები უკვე მესამე საშინაო მატჩს ფრედ ასრულებენ, რაც ადგილობრივ გულშემატკივარს ნამდვილად არ მოსწონს.
თავი ვერც აგერმა შეიკავა და აღნიშნულ შეხვედრას შესაფერისი კომენტარიც გაუკეთა.
"დროდადრო თავწაცლილ ქათმებს ვემსგავსებოდით, რომლებიც წინ და უკან დარბიან და არაფერზე ფიქრობენ.
ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია მსგავსი თამაშით. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. როცა ბურთს დავეუფლებოდით, უმალ ვკარგავდით.
"ვესტ ბრომვიჩთან" კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ, ისევ პრობლემები გაგვიჩნდა. ეს უკვე ნერვების მომშლელია. ასეთი შეხვედრები უნდა
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით