ჯერარდი: ევრო-2012 ინგლისის ნაკრებში ჩემი ბოლო ტურნირი იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ გუნდს დატოვებს.

"უკვე 31 წლის ვარ, შემდგ წელს კი 32-ის გავხდები. ფაბიო კაპელოსთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც რომ მოვიგოთ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ინგლისმა თავისი პოტენციალის გამოყენება მხოლოდ ერთხელ მოახერხა - ეს 1966 წლის მოგებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო", - აცხადებს ჯერარდი.

ინგლისის ნაკრების მაისურით ჯერარდმა 89 შეხვედრა ჩაატარა.

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული