"ჩვენ დიდებული თაობა გვყავს. მოხდა ისე, რომ ქვეყანაში დაახლოებით ერთი ასაკის ბევრი საუცხოო ფეხბურთელი დაგროვდა. ამბობენ, რომ არიან გუნდები, რომლებიც ჩვენს მიბაძვას ცდილობენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამას შესაფერისი მენტალიტეტი სჭირდება და, რაც მთავარია, მე არსად მეგულება იმ დონის მოთამაშეები, როგორებიც ესპანეთის ნაკრებს
შეგახსენებთ, რომ რეინა მეკარე მამამისის, მიგელ რეინას წაბაძვით გახდა. მამა 1960-70-იან წლებში "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" კარს იცავდა. სხვათაშორის, ბოლო დრომდე, მის მიერ "ბარსაში" დამყარებულ რეკორდს - 824 წუთი გაშვებული გოლის გარეშე - ვერავინ უახლოვდებოდა, მაგრამ გასულ კვირაში ის ვიქტორ ვალდესმა დაამხო. ცნობისათვის: ვალდესი რეინასა და იკერ კასილიასთან ერთად შაბათს "უემბლიზე" იქნება.
რეინას ესპანეთის ნაკრებში 2005 წლის აგვისტოს შემდეგ იძახებენ, თუმცა კასილიასის დიდებული თამაშის გამო 6 წელიწადში მხოლოდ 23 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2008 წელს, როდესაც ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, რეინამ შეჯიბრების მხოლოდ ერთ შეხვედრაში ითამაშა, ხოლო 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ის მოედანს საერთოდ არ გაკარებია.
რეინამ თქვა: "როდესაც ნაკრებში მიძახებენ, მოგების წყურვილით ვენთები. ინგლისის ნაკრებთან შეხვედრა კი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენს ეროვნულ გუნდს 23 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ მათგან მოედანზე მხოლოდ 11 გადის. ამიტომაც, როდესაც ბედი გიღიმის და თამაშის შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. ჩემთვის ნაკრების წევრობა უდიდესი სიამოვნებაა. ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ, ხოლო იყო იმ ნაკრების წევრი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტუტულს ფლობს, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"