კარაგერი: იმედია "ჩელსისთან" ვითამაშებ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფეხბურთელს ჯეიმი კარაგერს იმედი აქვს, რომ ინგლისის ჩემპიონატში "ჩელსისთან" შეხვედრაში მოედანზე გავა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასზე "სტოკ სიტისთან" მატჩში კარაგერმა კუნთები დაიზიანა და იძულებული გახდა მომავალი დაპირისპირებები გამოეტოვა.

"ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია. ამ კვირაში ფიზიოტერაპევთან ვიქნები და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, მაშინ მომავალი კვირის დასაწყისში ვარჯიშს შევძლებ.

იმედი მაქვს, რომ "ჩელსისთან" ორთაბრძოლისთვის მწყობრში ვიქნები, თუმცა წინასწარ საუბარი არ ღირს. ჩემი მიზანია საერთო ჯგუფში დავბრუნდე. სასაცილოა, მაგრამ მსგავსი ტრავმა არასდროს მქონია", - თქვა კარაგერმა.

მომზადებულია liverpoolfc.tv-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული