კეიტს არ უშვებს და ტრეზეგეც სურს

AutoSharing Option
"ლივერპულის" ხელმძღვანელობამ მილანის "ინტერს" უარი უთხრა დირკ კეიტის გაყიდვაზე. შეგახსენებთ, "ნერაძური" 30 წლის ჰოლანდიელის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას იყვნენ ყაბულს, მაგრამ მერსისაიდელებმა თქვეს, ეს ფეხბურთელი არ იყიდებაო.

ეს კი არა, "ლივერპულის" დამრიგებელ როი ჰოჯსონს გუნდის შეტევის უფრო მეტად გაძლიერება სურს. ჩაუგჰტ Oფფსიდე-ის ინფორმაციით, მერსისაიდელები დავიდ ტრეზეგეს იჯარით აყვანას ცდილობენ. თუკი "ტრეზეგოლის" ამჟამინდელი კლუბი – ტურინის "იუვენტუსი" – 32 წლის ფრანგის განათხოვრებას არ დათანხმდება, მაშინ ლივერპულელები მზად იქნებიან, "ბებერ ქალბატონს" ფრანგი ბომბარდირის სრული ტრანსფერის სანაცვლოდ 4-6 მილიონი გირვანქა სტერლინგი
გადაუხადონ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ექსჩემპიონმა ტრეზეგემ გასულ სეზონში იტალიურ პირველობაზე 19 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც თავი 7 გოლის გატანით ისახელა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული