ნახვრეტები ტრუსებში

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჯოი ბარტონი გაუგებრობაში მოყვა. მოგეხსენებათ, მან "ასტონ ვილას" მე-12 წუთზე გოლი გაუტანა და ასე აღნიშნა: ერთი ხელი ჰაერში აიშვირა, მეორე კი ცხვირქვეშ, საულვაშეზე მიიდო. ამ ჟესტმა დაუყოვნებლივ გამოიწვია სჯა და კამათი. რა განასახიერა ბარტონმა? მაყურებელთაგან ბევრმა იფიქრა, რომ ეს გახლდათ ინგლისური კომედიური სერიალის "ფოულტი თაუერზის" გმირის ბეიზილ ფოულტის წაბაძვა - ერთ-ერთ სერიაში ფოულტი ნაცისტებს დასცინის და მათ მიმიკებს იმეორებს. თუმცა ბარტონმა ამაზე დაუყოვნებლივ გასცა პასუხი. ნიუკასლელმა თქვა, რომ ყველა, ვისაც ჰქონია, რომ მან ხუმრობით ან სერიოზულად ნაცისტურ
ჟესტიკულაციას მიმართა, სასტიკად ცდება.

თურმე ნუ იტყვით და, საქმე უბრალო ნიძლავში ყოფილა: ბარტონს უთქვამს, სანამ "ნიუკასლ იუნაიტედი" პრემიერლიგაში პირველ თამაშს არ მოიგებს, მანამდე ულვაშს გავიზრდიო. არადა, ულვაში ძალიან სასაცილოდ ეზრდებოდა. როგორც ნახეთ, ბარტონი გადარჩა - "კაჭკაჭებმა" პრემიერლიგაში მეორე ტურშივე გაიმარჯვეს და თან "უბრალო" ანგარიშით კი არა - 6:0. გაუგებრობაში მოხვედრილმა 27 წლის მოთამაშემ ბირმინგემელებს ექვსიდან პირველი შეუგდო.

"მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემს ულვაშს გაპარსვის დრო დაუდგა", - განუმარტა მოგვიანებით ფეხბურთელმა ქვეტექსტების მაძიებლებს. თუმცა "ჩელსიში" კიდევ უფრო საოცარი ამბები ხდება. მავანი "სერიული შაყირისტი" გუნდის გასახდელში იპარება და ფეხბურთელებს ტრუსებს უხვრეტს. თურმე ნუ იტყვით და ეს მასხარაობა მთელი წელიწადია რაც გრძელდება. როგორც გაზეთი Nეწს Oფ თჰე ჭორლდ წერს, დიდი ეჭვია, რომ ტრუსების მტერი "ჩელსის" ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია. "ლურჯებისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი ამბობს:

"ეს, დაახლოებით ერთი წელიწადია რაც გრძელდება. ჩვენ გასახდელში ვბრუნდებით და ტრუსები დუნდულებთან გამოხვრეტილი გვხვდება. ვფიქრობ, ამას რომელიღაც ჩვენთაგანი აკეთებს. აბა, სხვას გასახდელში შესვლის უფლება არ აქვს და... კვირაში ორჯერ გააკეთებს და მერე მთელი თვით იკარგება. შემდეგ ისევ... პრინციპში ერთზე კი მაქვს ეჭვი, მაგრამ სანამ არ გამოვიჭერ არაფერს ვიტყვი, თორემ დაბრალება გამომივა. ვფიქრობ, საიდუმლოს ფარდა მალე აეხდება, თორემ თავიდან გვეცინებოდა, ახლა კი უკვე ვბრაზდებით. ხალხს ნახვრეტები დაცვაში არ გვაქვს და ტრუსებში უნდა გვქონდეს?"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული