შეგახსენებთ, რომ ტევესმა წინა კვირაში ინგლისი კლუბის ნებართვის გარეშე დასტოვა. ფეხბურთელი, რომელიც ისტლენდელებმა ცოტა ხნის წინ ორკვირიანი დისკვალიფიკაციითა და ხელფასის დაქვითვით დასაჯეს, კლუბს კვლავ ეურჩება, რის გამოც ნახევარი მილიონი ფუნტის გადახდას დააკისრებენ და შესაძლოა "ეტიჰედ სთედიუმიდან" საერთოდაც გააგდონ.
როგორც ინგლისურმა ტაბლოიდებმა შეიტყეს, თავდამსხმელს სამეგობროში უთქვამს, რომ მისი და ისტლენდელთა მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ
საინტერესო ის არის, რომ ტევესმა შეიძლება საერთოდ ფეხბურთის თამაშს დაანებოს თავი. ვინც ამ სპორტსმენის კარიერას თვალს ადევნებს, ემახსოვრება, რომ მას ადრეც უთქვამს, ძალიან დავიღალე, ფეხბურთელობა აღარ მინდაო. მისი მრჩეველები ვერ ამბობენ რას გააკეთებს არგენტინელი უახლოეს მომავალში.
ტევესი, რომელსაც კარიერის დასაწყისში არგენტინული ტრადიციის შესაბამისად, დიეგო მარადონას ადარებდნენ, მთელ ცხოვრებას შარში
ატარებს. ჯერ იყო და "ვესტ ჰემში" თამაშის დროს, აღმოუჩინეს, რომ მის უფლებებს მყიდველი და გამყიდველი კლუბების გარდა მესამე მხარე, კერძოდ, ბრაზილიელი აგენტი კია ჯურაბჩიანიც ფლობდა.
შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც საკონტრაქტო თუ სხვა საკითხებზე იდავა ბევრი და ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - მანჩესტერის მეორე გუნდში, "სიტიში" გადავიდა. "სიტიში" მისი თავგადასავლების ამბავს კი ჯერ ბოლო არ უჩანს. ჩვენ მათ ყოველ დღე გიამბობთ და ხელახლა მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"