ვენგერი: ინგლისი შეიძლება ჩემპიონიც გახდეს

AutoSharing Option
ფაბიო კაპელოს გუნდი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, პლეი-ოფის ეტაპზე, მერვედფინალშივე გამოეთიშა შეჯიბრებას (გერმანიასთან წააგო 4:1), მაგრამ "არსენალის" ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ ევროპის 2012 წლის პირველობაზე ამ გუნდს სიურპრიზის შემოთავაზება და ჩემპიონობა შეუძლია.

"მე ინგლისსა და საფრანგეთს ერთ საფეხურზე დავაყენებდი - თქვა ვენგერმა - დღეს, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ ერთი ან მეორე ევრპის ჩემპიონი გახდება, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად დაემთხვევა ერთმანეთს, მოსამზადებელი ეტაპიც კარგად წარიმართა და საუკეთესო მოთამაშეებიც კარგ ფორმაში იქნებიან, სულაც არ არის გამორიცხული, რომ
გნებავთ ინგლისმა და გნებავთ საფრანგეთმა ტიტული მოიპოვოს.

ასე, რასაკვირველია, ვერ ილაპარაკებ ესპანეთზე, ჰოლანდიასა და გერმანიაზე, რომლებიც ფავორიტები არიან. მათგან სწორედ, რომ გამარჯვებას ელიან. მათთან შედარებით ინგლისი და საფრანგეთი აუტსაიდერები არიან, მაგრამ საინტერესო აუტსაიდერები. დავიცადოთ, ვნახოთ, რა ჯგუფებს შეახვედრებს მათ კენჭისყრა. კენჭისყრასაც ხომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა".

შემდეგ ვენგერმა ილაპარაკა ფსიქოლოგიურ ტვირთზე, რომელიც ინგლისის ნაკრებს სულ ამძიმებს:

"ინგლისი ყოველთვის ზეწოლის ქვეშაა. გუნდისგან ყოველთვის განსაკუთრებულ შედეგს ელიან, რაც ფეხბურთელებს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ყველაზე სწორი მხოლოდ იმის თქმა იქნება, რომ ინგლისი კარგი გუნდია, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული