ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს საიუბილეო გოლი გაუუქმეს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ, გარეთ ბერის შვედეთთან ამხანაგურ მატჩში გატანილი გოლის ავტორობა ჩამოართვეს.

ეს შეხვედრა 15 ნოემბრის საღამოს გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩში გასული ერთადერთი გოლი ინგლისის ნაკრებისთვის მე-2000 გამოდგა. საბოლოოდ გოლი შვედ დანიელ მაისტროვიჩის ავტოგოლად მიიჩნიეს.

შვედებთან მატჩში ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე გავიდა.

შეხვედრის შემდეგ ბერიმ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების ისტორიაში მე-2000 გოლის ავტორობის ჩამორთმევის გამო იმედგაცრუებულია.

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი შვედეთთან თავის 50-ე სანაკრებო მატჩს ატარებდა. ბერის ამ მატჩებში 2 გოლი აქვს გატანილი.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული