"მინდა ვთქვა, რომ "არსენალი" ჩემი ცხოვრების კლუბია. ამჟამად "არსენალთან" საკონტრაქტო ვალდებულებები მაკავშირებს, რომელსაც პატივს ვცემ და მომავალშიც ასე იქნება. "არსენალიდან" ჩემი წასვლის ერთადერთი გზა არსებობს - თუ ვიგრძნობ, რომ სამუშაოს არასაკმარისად კარგად ვასრულებ. "არსენალი" ძალიან მიყვარს და ამ კლუბთან მიჯაჭვული ვარ", - თქვა ვენგერმა.
ვენგერი "არსენალის" თავკაცად 1996 წლიდან მუშაობს.