30 მილიონი "არსენალისთვის"

AutoSharing Option
"არსენალს" გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, 19 წლის მარიო გიოტცეს ყიდვა უნდა და ამისათვის 30 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 35 მილიონი ევრო სჭირდება.

ინგლისური ტაბლოიდებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ "მეთოფეები" ლონდონში დორტმუნტის "ბორუსიას" ვიზიტს თავიანთი ინტერესის დასაფიქსირებლადაც გამოიყენებენ - მოგეხსენებათ, "არსენალი" და "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში ერთ ჯგუფში არიან.

ცნობილია, რომ ჩრდილოლონდონელებმა, გიოტცეს დასაზვერად, ბუნდესლიგის ბოლო ტურში ორი სკაუტი მიავლინეს. სკაუტებმა უყურეს, როგორ გაიტანა მათი დაკვირვების ობიექტმა "ბაიერნის" კარში გადამწყვეტი გოლი (თამაში დორტმუნდელთა გამარჯვებით, 1:0 დამთავრდა) და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გიოტცეს
ყიდვა ფრიად სასურველია.

"არსენალის" აღმასრულებელი შეფი, აივან გაზიდისი და მოლაპარაკებათა სპეციალისტი, რიჩარდ ლოუ ამ კვირის განმავლობაში შეეცდებიან დორტმუნდელი კოლეგები პრინციპულ საკითხებზე დაიყოლიონ. მეორე საკითხია, რომ ამთავითვე ცნობილია - გერმანელები 35 მილიონ ევროს მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ აქამდე ყველაზე მეტი, რაც "მეთოფეებს" ფეხბურთელში გადაუხდიათ, ამ თანხის ნახევარი იყო - ასეთ ფასად ჩრდილოლონდონელებმა "ზენიტიდან", 2009 წელს, ანდრეი არშავინი იყიდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული