სიბერე "დაბრედილია"

AutoSharing Option
40 წლის ამერიკელი მეკარე, ბრედ ფრიდელი "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგაც აპირებს კარიერის გაგრძელებას - მოედანი არ ეთმობა. ჯერჯერობით ფრიდელს ხელშეკრულების თანახმად კიდევ ერთი სეზონი აქვს სათამაშო.

ფრიდელმა თქვა: "თუ მეკარე სერიოზულ ტრავმას გადაურჩება და იმავდრიულად კარიერის გაგრძელება მტკიცედ ექნება გადაწყვეტილი, სხვა ამპლუის ფეხბურთელებზე მეტ ხანს შეძლებს თამაშს".

საინტერესოა, რომ ფრიდელმა პრემიერაში ბოლო 277 შეხვედრა ზედიზედ ჩაატარა, ხოლო მათგან ბოლო ცხრაში გოლი არ გაუშვია.

"ჩემი ორგანიზმი გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე ზოგადად 40 წლის კაცის ორგანიზმი უნდა იყოს. ერთხელაც არ გამიღვიძია დილით
იმ ფიქრით, რომ უკვე ორმოცის ვარ და ვარჯიშზე წასვლა მეზარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული