"მისი გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ზუსტ თარიღს ჯერ ვერ დავასახელებთ. კვირას "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში გუნდის ყველა ფეხბურთელი, გარდა ჯერარდისა და ჯეკ რობინსონისა, მწყობრში იქნება.
რაც შეეხება გლენ ჯონსონს, ის გამოჯანმრთელდა და კარგადაც ათამაშდა. ჩვენ მისით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა დალგლიშმა.
"ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა 27 ნოემბერს, ჩვენი დროით 20:00 სააათზე დაიწყება.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით