გაზეთები დაბეჯითებით წერენ, რომ ფანებს შორის სწორედ „ასტონ ვილას“ ყოფილი თავკაცის კანდიდატურა იქნება ყველაზე პოპულარული.
ო’ნილის გარდა ახსენეს მარკ ჰიუზი. ამბობენ, რომ „შავი კატების“ თავმჯდომარის, ელის შორტის „შორტ-ლისტში“ ის მეორე პოზიციაზეა. შაბათს, ბოლო ტურში, „უიგანთან“ დამარცხების მერე, არ ცხრებოდა „სანდერლენდის“ ფანების პროტესტი. ამერიკელი მეპატრონე ამ დღეების განმავლობაში ვარიანტებს თვლიდა - ვის მოიყვანდა იმ
ზემოხსენებულ ო’ნილს გასული სეზონის დასაწყისის ანუ „ასტონ ვილადან“ წასვლის შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია. მის სახელს „სანდერლენდთან“ ადრეც აკავშირებდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბავშვობიდან „სანდერლენდის“ გულშემატკივარი გახლდათ და, როგორც ჩანს, ელის შორტისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ტაბლოიდებმა ისიც შეიტყვეს, რომ ო’ნილს მეგობრებში „შავი კატების“ გაწვრთნის სურვილი არ დაუმალავს, მაგრამ არის დაბრკოლებაც: შორტი „ასტონ ვილას“ ყოფილი ბოსის, რენდი ლერნერის მეგობარია და მის აზრს პატივს სცემს, ლერნერს კი ო’ნილი დიდი სკანდალით დაშორდა. სწორედ მასთან კონფლიქტის გამო დასტოვა ჩრდილოირლანდიელმა „ვილა პარკი“.
ჰიუზს ივნისის შემდეგ არ უმუშავია - გეხსომებათ, ზაფხულში მან „ფულჰემი“ დასტოვა. აქა-იქ, გაისმა ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის, სტივ მაკლარენის გვარ-სახელიც.
რაც შეეხება ბრუსის გაშვებას, ამაზე შორტმა განაცხადა: „სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. სტივი გუნდისთვის თავდადებული ადამიანი იყო, რაც ყოველდღიურობაში ნათლად ჩანდა. მინდა მადლობა ვუძღვნა მას და მომავალში დიდი წარმატებები ვუსურვო. აგრეთვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ფანებს, რომელთა დახმარება და ენერგია ჩვენ მომავალშიც ძალიან გამოგვადგება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"