როგორც გაირკვა, პორტუგალიელი სპეციალისტის მიწვევა რუსი ბიზნესმენის ინიციატივით მოხდა. აბრამოვიჩი მხარს უჭერს "პორტუს" ყოფილ თავკაცს, მიუხედავად მისი მრჩევლების დაჟინებული მოთხოვნისა, გაუშვას ვილაშ-ბოაში.
თუმცა, ამავე დროს, რუსი ოლიგარქი "არისტოკრატთა" მწვრთნელისგან შედეგების გაუმჯობესებას ელის. ვილაშ-ბოაშისთვის გადამწყვეტი მატჩები "ვალენსიასთან" 6 დეკემბერს და "მანჩესტერ სიტისთან" 13 დეკემბერს გაიმართება.
ასევე ცნობილია, რომ აბრამოვიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის კლუბს გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად სერიოზულ თანხას გამოუყოფს. "ჩელსი" მინიმუმ ერთ ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.
მომზადებულია The