დეფომ უილშირის გამოწვევა მიიღო

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჯერმენ დეფომ "არსენალის" ნახევარმცველ ჯეკ უილშირის გამოწვევა მიიღო. უილშირმა გასულ კვირას ტვიტერში "ტოტენჰემის" ფანებს ნიძლავი შესთავაზა - 3 ათას ფუნტს ქველმოქმედებაში დავხარჯავ, თუ "არსენალი" პრემიერლიგას "ტოტენჰემზე" დაბალ ადგილას დაასრულებსო.

პასუხად დეფომ თავის მხრივ პირობები "არსენალის" ფანებს შესთავაზა.

"უილშირის წინადადების შესახებ შევიტყვე… ჩემი პირობებია: თუ სეზონის ბოლოს "არსენალზე" დაბლა ვიქნებით, 3 ათას ფუნტს ქველმოქდებაზე დავხარჯავ, ხოლო თუ "ტოტენჰემი" უფრო მაღლა აღმოჩნდება , "მეთოფეთა" თითოეულმა ქომაგმა, რომელსაც ტვიტერში გამოწერილი ვყავარ, თითო ფუნტი გამომიგზავნოს და ამ თანხას მეც ქველმოქმედებაზე დავხარჯავ", -
დაწერა დეფომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა თან ის დეფოც რა ნაგლია თუ არსენალს გადავასწარით ფანებმა მომეცით ფული და და მაგას დავხარჯავო, მე ვალებში ვარ რაცხა ორ კაპიკს ვაკეთებ სული ძლივს მიდგიაო:| ჟმოტები ნუუ
rezo dzodzuashvili
20:47 01-12-2011
0
რაამბავია 3000 ევრო, დაგაფსებთ ტოო
rezo dzodzuashvili
20:46 01-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული