ფერგიუსონი: "მანჩესტერს" ევროპის ლიგის მოგება ძალიან უნდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ევროპის ლიგის შესახებ მისი ნათქვამი, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ არასწორად გაიგო.

"ბაზელთან" დამარცხების შემდეგ შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის რანგით დაბალ ტურნირში დაქვეითება სასჯელია.

"ეს კარგი, ძლიერი ტურნირია. შეხედეთ, როგორი გუნდები მონაწილეობენ იქ. როდესაც ვამბობდი, რომ ეს ჩვენთვის სასჯელია, იმას ვგულისხმობდი, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობდა. ჩვენ ყოველთვის ამ ტურნირის მოგება გვსურდა.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ფინალში სამჯერ ვითამაშეთ, ახლა კი პლეი ოფში გასვლა
ვერ შევძელით. ეს ჩვენთვის სასჯელია. ეს არ ყოფილა ევროპის ლიგის მიმართ უპატივცემლობა და ამ ტურნირის მოგება ძალიან გვინდა", - აღნიშნა ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული