„ოლდ ტრეფორდზე“ ჩატარებულ შეხვედრაში მანჩესტერელთაგან ორ-ორი გოლი უეინ რუნიმ და ნანიმ გაიტანეს. მატჩის შემდეგ ფერგიმ განსაკუთრებით რუნი შეაქო, რომელმაც დიდი ხნის უიღბლობის შემდეგ კვლავ დალაშქრა მეტოქის კარი. ხუმრობა ხომ არ არის, ახლა დეკემბერია, რუნის კი ბოლო გოლი
„ძალიან მასიამოვნა რუნის თამაშმა. მან სეზონის დასაწყისში 9 გოლი გაიტანა და მერე გაჩერდა. ახლა, ნავსი გატეხილია. დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. თუ გოლების გატანას თავიდან გავუგებთ გემოს, კარგ შედეგებს მივაღწევთ“.
ფერგიუსონი მარტო რუნით კი არა, მთელი გუნდის თამაშით ჩანდა გახარებული. ზემოთ ვახსენეთ, რომ ორი გოლი გაიტანა ნანიმაც. პორტუგალიელი იმ იშვიათთაგანი იყო, რომელმაც გასულ ოთხშაბათს, „ბაზელთან“ წაგებულ“ შეხვედრაში კარგად ითამაშა და თავი არც ამჯერად შეურცხვენია. ნანი დრიბლინგით გამოირჩეოდა. ფერგიმ განაგრძო:
„ბოლოხანს მხოლოდ ტრადიციული ოპონენტები კი არა, ის ხალხიც გვაკრიტიკებდა, რომელიც ჩვენიანი გვეგონა, მაგრამ არა უშავს. ამაზე უკეთეს პასუხს ვერ გავცემდით“.
დამარცხებულთა თავკაცმა, მიკ მაკარტიმ კი განაცხადა: „ყველაფერი, რასაც „იუნაიტედის“ კრიზისსა და ჩავარდნაზე ამბობდნენ სისულელე ყოფილა. ამ გუნდის განკარგულებაში ბევრი ვარსკვლავი და უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც დღითიდღე ვითარდებიან“.
ამბობენ, როდესაც რობინ ვან პერსის გოლი გააქვს, „არსენალი“ იგებსო. ეს ნათქვამი ძალიან ჰგავს სიმართლეს. მართალია, „ევერტონთან“ შეხვედრაში 28 წლის ჰოლანდიელს მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით კარგად არ უთამაშია, მაგრამ მან გოლი შეაგდო, თან ლამაზად და „მეთოფეებმაც“ მორიგი სამი ქულა მიითვალეს. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვება „არსენალისთვის“ ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მიზეზი: ჩრდილოლონდონური კლუბი დაარსების 125 წლისთავთან დაკავშირებულ იუბილეს იხდიდა.
ვენგერი: „რობინმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ ამასწინათ თავისი პირით თქვა, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს. მეორე მხრივ, სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი - როდესაც კარგ ფორმაში ვერ ხარ, მაგრამ შენსას მაინც აკეთებ. მან მომენტი იხელთა და სამი ქულა მოგვიტანა“.
„ევერტონის“ თავკაცი დევიდ მოიესი: „ვან პერსიმ მართლაც ოსტატურად დაარტყა და „არსენალმა“ დაგვამარცხა, მაგრამ თავის მოტყუება საჭირო არ არის - პირველი ტაიმი 0:0 რომ დამთავრდა, გაგვიმართლა. მეორე მხრივ, გოლის გაშვების შემდეგ ძალ-ღონე მოვიკრიბეთ და გოლის გამტან გუნდა ჩვენ უფრო ვგავდით. რასაკვირველია, თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ ეტყობა, მაინც კლასი დაგვაკლდა“.
შეხვედრას „ემირეიტ სთედიუმის“ ტრიბუნიდან თვალს „არსენალის“ სხვადასხვა თაობის ვარსკვლავები ადევნებდნენ.
„ლივერპულს“ „ენფილდ როუდზე“ ლონდონელი სტუმრები ჰყვავდა - პრემიერლიგაში წლეულს გადასული „ქუინზ პარკ რეინჯერსი“. მერსისაიდელებმა 1:0 გაიმარჯვეს და მწვრთნელის, კენი დალგლიშის გასახარად, გამარჯვების გოლი 24 წლის ურუგვაელმა, ლუის სუარესმა შეაგდო.
უეინ რუნისა არ იყოს, არც სუარესს გაეტანა კარგა ხნის განმვალობაში. ბოლოს პირველ ოქტომბერს შეაგდო. მას მერე კი გაზეთებში სკანდალების გამო ხვდებოდა - ბოლოს ურუგვაელის შესახებ იმიტომ წერდნენ, რომ „კრეივენ კოტეჯზე“, „ფულჰემთან“ შეხვედრის დროს, მეტოქის გულშემატკივარს უზრდელური ჟესტი აჩვენა. მანჩესტერელი პატრის ევრას ჩივილზე, რომ სუარესმა მას რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენა, აქ აღარ შევჩერდებით.
დალგლიშმა თქვა: „საერთოდ, ჰედლაინებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ხვალ სუარესზე მხოლოდ კარგს რომ დაწერენ, ფაქტია. მან ზოგადადაც კარგად ითამაშა და გამარჯვების გოლიც შეაგდო. თან, ლუისმა თავით გაიტანა, რაც იშვიათობაა. ძალიან კმაყოფილი ვარ მთელი გუნდის თამაშითაც. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთის მეტი ვერ გავიტანეთ. თუმცა, როდესაც მეტოქე საპასუხოდ ვერაფერს აკეთებს, ერთიც საკმარისია. პირველ ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა დიდებული ფეხბურთი ითამაშეს. ვიქრობ, „ლივერპული“ გოლამდე უფრო კარგი სანახავი იყო, ვიდრე გოლის შემდეგ“.
„ასტონ ვილასა“ და „ბოლტონის“ შეხვედრაში აღსანიშნავი ის გახლდათ, რომ ბოლტონელებმა თავიანთ „რიბოკ სთედიუმზე“ კვლავ წააგეს - ეს იყო მათი მეექვსე მარცხი ამ სეზონში, შინ ჩატარებულ მეშვიდე შეხვედრაში. აი, ბირმინგემელებმა კი სტუმრად პირველად მოიგეს.
პრემიერლიგაში ახალაღზევებულმა „ნორვიჩმა“ „ნიუკასლ იუნაიტედის“ შთამბეჭდავ სვლას, როგორც ჩანს, საბოლოო წერტილი დაუსვა - „კაჭკაჭებმა“ ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი წააგეს, მაგრამ თუკი პირველი ორი მარცხი „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსისგან“ იწვნიეს, მესამე, როგორც ნახეთ, „ნორვიჩმა“ (4:2) მოუგოთ. ამ შეხვედრაში „ნიუკასლი“ 66-ე წუთის შემდეგ კაცნაკლული იყო. დენ გოსლინგი რასელ მარტინის წინააღმდეგ უხეშობისათვის პირდაპირი წითლით გააგდეს მოედნიდან.
როგორც ჩანს ცამდე მართალი იყო ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ „კაჭკაჭების“ კარგი თამაში მთლიანად დაცვის ცენტრის, ფაბრისიო კოლოჩინისა და სტივენ ტეილორის კარგი თამაშით იყო განპირობებული. ტრავმების გამო „ნორვიჩთან“ შეხვედრაში არც ერთი იყო და არც მეორე.
სუონსიში ნაღდი თრილერი გაიმართა. ჯერ მასპინძლებმა გაუტანეს ლონდონიდან ჩასულ „ფულჰემს“, მერე, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, სტუმრებმა პენალტის ნიშნულიდან ვერ შეაგდეს და... ამით ფრთაშესხმულმა უელსელებმა ბოლოწამს ანგარიში ორამდე გაზარდეს. ეს გახლდათ „სუონსის“ პირველი გამარჯვება ბოლო ხუთ შეხვედრაში.
„უიგანმა“ კი ვესტ ბრომვიჩში მოიგო. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში სტუმრებმა მეორე გოლი პენალტით გაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ალბიონის“ კარში მსაჯები, აგერ უკვე მეოთხე საშინაო შეხვედრაა თერთმეტმეტრიანებს ნიშნავენ.
მარტინ ო’ნილის ფეხბურთში დაბრუნება კი ძალიან ეფექტური გამოდგა. „სანდერლენდი“ „ბლექბერნს“ მასპინძლობდა, 1:0-ს აგებდა და შეხვედრის მიწურულს, ბოლო წუთებში გატანილი ორი გოლის წყალობით მოიგო. შეგახსენებთ, რომ ო’ნილისთავის ეს იყო პირველი შეხვედრა „შავი კატების“ თავკაცის რანგში.
ტურის ბოლო შეხვედრაში კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ექვსმატჩიან მოგებათა სერია (თუ გნებავთ ზედიზედ 11 წაუგებელი თამაშისგან შემდგარ შეხვედრათა რიგი) დასრულდა - სტოკში მეტიუ ეზერინგტონის ორ გოლს „დეზებმა“ ემნუელ ადებაიორის პენალტით უპასუხეს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს.
საინტერესოა, რომ პენალტი, რომელიც ლუკა მოდრიჩის წაქცევის გამო დაინიშნა კამათის საბაბს იძლეოდა, ამ ეპიზოდის შემდეგ კი „სტოკის“ საჯარიმოში იყო მომენტი, რომლის დროსაც თერთმეტმეტრიანი, თითქოსდა ულაპარაკოდ უნდა დანიშნულიყი, მაგრამ...
ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
არსენალი-ევერტონი 1:0
არსენალი (4-4-2): შჩესნი - ჯურუ, კოშელნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი (82. მიგელი) - უოლკოტი (90. ფრიმპონგი), არტეტა, სონგი, ჟერვინიო (83. როსიცკი) - რემსი, ვან პერსი.
ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი, ფ. ნევილი (76. მაკელინი), ტ. კეჰილი, ბელიალეტდინოვი (77. გიე) - საა (64. დისტინი).
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ვან პერსი (70)
გაფრთხილება: არტეტა, რემსი - კოულმენი, დისტინი
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 7-14; კარში დარტყმა: 14-10 (3-0); თამაშგარე: 6-9; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 60 062
ბოლტონი-ასტონ ვილა 1:2
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა, ნაითი, გ. კეჰილი, რობინსონი - თუნჩაი (71. კაკუტა), პრეტლი, მ. დევისი, იგლზი - კ. დევისი, კლასნიჩი (79. ნგოგი).
ასტონ ვილა (4-4-2): გუზანი - ჰატონი, დანი, კოლინზი, უორნოკი - ოლბრაიტონი, ჰერდი, ს. პეტროვი, ნ’ზოგბია - ბენტი (81. ჰესკი), აგბონლაჰორი.
გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (33), 0:2 ს. პეტროვი (39), 1:2 კლასნიჩი (55)
გაფრთხილება: მ. დევისი - აგბონლაჰორი, ოლბრაიტონი
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 12-9; კარში დარტყმა: 17-15 (7-5); თამაშგარე: 2-6; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 285
ლივერპული-ქუინზ პარკი 1:0
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ენრიკე - დაუნინგი (87. შილვი), ადამი, ჰენდერსონი, მაქსი როდრიგესი (79. ბელამი) - კუიტი, სუარესი.
ქუინზ პარკი (4-4-2): ჩერნი - ლ. იანგი, გებიდონი, ა. ფერდინანდი (50. ორი), ტრაორე - მეკი (78. ჰილი), ფაურლინი, ბარტონი, სმიტი (66. დ. ჯ. კემპბელი) - რაიტ-ფილიპსი, ბოთროიდი.
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 სუარესი (47)
გაფრთხილება: აგერი, ბელამი (ორივე ლივერპული)
კუთხური: 17-5; ჯარიმა: 14-7; კარში დარტყმა: 25-7 (8-1); თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 45 016
მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვერჰემპტონი 4:1 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა (67. ფრაიერსი) - ვალენსია, ფ. ჯონსი, ქერიკი, ნანი (77. ე. იანგი) - რუნი, უელბეკი (74. მაკედა).
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი, ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ედუარდსი (32. მილიაში), ო’ჰარა (71. ჰანტი), ჰენრი, ჯერვისი - დოილი, ფლეტჩერი (77. ებანკს-ბლეიკი).
გოლები: 1:0 ნანი (17), 2:0 რუნი (27), 2:1 ფლეტჩერი (47), 3:1 ნანი (56), 4:1 რუნი (62)
გაფრთხილება: რ. ფედრინანდი (90)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-9; კარში დარტყმა: 20-11 (13-5); თამაშგარე: 4-2; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 75 627
ნორვიჩი-ნიუკასლი 4:2
ნორვიჩი (4-4-2): რადი - ნაფტონი, მარტინი, უიტბრედი (83. ბერნეტი), ტიერნი - კროფტსი, ჰულაჰანი (85. ს. ჯეკსონი), ფოქსი, სარმენი (77. ბ. ჯონსონი) - მორისონი, ჰოლტი.
ნიუკასლი (4-4-2): კრული - რ. ტეილორი, პერჩი, სიმპსონი, სენტონი (90. ფერგიუსონი) - ობერტანი (81. ს. ამეობი), კაბაიე, გოსლინგი, ხონასი - ბა, შ. ამეობი (90. სმიტი).
გოლები: 1:0 ჰულაჰანი (39), 1:1 ბა (45), 2:1 ჰოლტი (59), 3:1 მორისონი (63), 3:2 ბა (71), 4:2 ჰოლტი (82)
გაფრთხილება: კროფტსი, ფოქსი, ჰულაჰანი - შ. ამეობი, გოსლინგი
გაძევება: გოსლინგი (66-ნიუკასლი)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 10-8; კარში დარტყმა: 14-13 (5-6); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 816
სუონსი-ფულჰემი 2:0
სუონსი (4-4-2): ვორმი - ე. რიჩარდსი, უილიამსი, კოლკერი, ნ. ტეილორი - რუტლიჯი (89. დაიერი), ბრიტონი, გოვერი, სინკლერი - მური (69. ოგუსტეინი), ლიტა (76. გრემი).
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - კელი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - რუისი, ეტუჰუ, ს. დევისი (79. სა), დემპსი - დემბელე (77. ფრეი), ე. ჯონსონი.
გოლები: 1:0 სინკლერი (56), 2:0 გრემი (90)
ვერ გაიტანა პენალტი: დემპსი (87-ფულჰემი)
გაფრთხილება: ვორმი - სენდეროსი
კუთხური: 6-5; ; ჯარიმა: 8-8; კარში დარტყმა: 17-13 (5-7); თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 19 296
ვესტ ბრომვიჩი-უიგანი 1:2
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაოლი, შორი - ბრანტი, ჯ. მორისონი (84. შარნერი), მულუმბუ (67. დორანსი), ტომასი - ლონგი, ოდემვინგე (81. ტჩოი).
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - სტამი (70. მაკარტური), ალკარასი (67. გოჰური), კოლდუელი, ფიგეროა - მაკარტი, დიამე, დ. ჯონსი - მოზესი, გომესი, სემონი (80. დი სანტო).
გოლები: 1:0 რიდი (33), 1:1 მოზესი (37), 1:2 გომესი (57-პენ)
გაფრთხილება: რიდი, დორანსი - გომესი
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 12-8; კარში დარტყმა: 23-10 (3-4); თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 25 446
სანდერლენდი-ბლექბერნი 2:1
სანდერლენდი (4-4-2): ვესტვუდი - ო’ში, ბრაუნი, ბრემბლი, ბერდსლი - ლარსონი, კოლბეკი (76. მაკლინი), ვუგანი, რიჩარდსონი - სესენიონი, უიკჰემი (76. ჯი).
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, დანი, სამბა, ჟივე (22. ოლსონი, 45. ა. ჰენლი) - სალგადო (51. გ. ჰენლი), პედერსენი, დანი, ვუცკევიჩი - ფორმიცა, იაკუბუ.
გოლები: 0:1 ვიცკევიჩი (17), 1:1 ვიგანი (84), 2:1 ლარსონი (90)
გაფრთხილება: ო’ში, სესენიონი - სალგადო, სამბა
კუთხური: 9-0; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 23-3 (5-2); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 39 863
სტოკი-ტოტენჰემი 2:1
სტოკი (4-4-2): სიორენსენი - ვუდგეიტი (84. დილეპი), ჰუთი, შოუკროსი, უილსონი - შოტონი, უიტჰედი, უილენი, ეზერინგტონი (88. პალასიოსი) - უოლტერსი, კრაუჩი.
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, გალასი, ქაბული, ასუ-ეკოტო (46. ბასონგი) - ლენონი (46. დეფო), მოდრიჩი, პარკერი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (88. დოს სანტოსი), ადებაიორი.
გოლები: 1:0 ეზერინგტონი (13), 2:0 ეზერინგტონი (43), 2:1 ადებაიორი (62-პენ)
გაფრთხილება: ვუდგეიტი, უილსონი - ქაბული, პარკერი
გაძევება: ქაბული (82 - ტოტენჰემი)
კუთხური: 7-12; ჯარიმა: 11-9; კარში დარტყმა: 8-13 (4-10); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 27 529
ჩელსი-მანჩესტერ სიტი დღეს
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 14 12 2 0 48-13 38
2. იუნაიტედი 15 11 3 1 35-14 36
3. ტოტენჰემი 14 10 1 3 30-18 31
4. არსენალი 15 9 2 4 31-23 29
5. ჩელსი 14 9 1 4 31-17 28
6. ლივერპული 15 7 5 3 18-13 26
7. ნიუკასლი 15 7 5 3 21-19 26
8. სტოკი 15 6 3 6 16-24 21
9. ასტონ ვილა 15 4 7 4 18-19 19
10. ნორვიჩი 15 5 4 6 24-28 19
11. სუონსი 15 4 5 6 16-20 17
12. ევერტონი 14 5 1 8 15-18 16
13. ქუინზ პარკი 15 4 4 7 15-26 16
14. ფულჰემი 15 3 6 6 16-18 15
15. ვესტ ბრომვიჩი 15 4 3 8 14-23 15
16. სანდერლენდი 15 3 5 7 18-18 14
17. ვულვზი 15 4 2 9 16-28 14
18. უიგანი 15 3 3 9 14-29 12
19. ბლექბერნი 15 2 4 9 22-34 10
20. ბოლტონი 15 3 0 12 20-36 9
ბომბარდირები
15 - ვან პერსი (არსენალი); 11 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი), რუნი (იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი); 9 - იაკუბუ (ბლექბერნი); 8 - ადებაიორი (ტოტენჰემი); 7 - ბალოტელი (სიტი), კლასნიჩი (ბოლტონი), სტარიჯი (ჩელსი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ერნანდესი (იუნაიტედი), ჰოლტი (ნორვიჩი), ლემპარდი (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).
მომდევნო ტური
17 დეკემბერი: ბლექბერნი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ნორვიჩი, ფულჰემი-ბოლტონი, ნიუკასლი-სუონსი, ვულვერჰემპტონი-სტოკი, უიგანი-ჩელსი.
18 დეკემბერი: ქუინზ პარკი-მანჩესტერ იუნაიტედი, ასტონ ვილა-ლივერპული, ტოტენჰემი-სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი-არსენალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"