ვილაშ-ბოაში: პრემიერლიგაში შვიდქულიანი სხვაობა არაფერია

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, მისი გუნდის მიერ "მანჩესტერ სიტის" დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

ახლა, "ქალაქელებს" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით. ინგლისის პრემიერლიგაში შვიდქულიანი სხვაობა, როდესაც ტიტულისთვის ერთბაშად ამდენი გუნდი იბრძვის, არაფერს ნიშნავს. ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე ამდენ გუნდს თანაბარი შანსი ჰქონოდა. ეს დიდი ტურნირია.

შემდეგ ტურში "ტოტენჰემთან" ვთამაშობთ, "სიტი" კი "არსენალს" ხვდება. ასეთი მატჩები ყოველ ტურში არ ტარდება! საჩემპიონო შანსებს ვინარჩუნებთ. ვნახოთ, რომელ ადგილზე აღმოჩნდება გუნდი იანვარში", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერლიგის შეხვედრა "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ლონდონელთა
გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თავდაპირველად სტუმრები ბალოტელის გოლით მე-2 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა მეირელეშისა (34) და ლემპარდის (82-პენ) გოლებით "ჩელსიმ" სამი ქულის მოპოვება მაინც შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული