"ლურჯები" თავდასხმაში პრობლემებს განიცდიან: გუნდი უკვე დატოვა ნიკოლა ანელკამ, ალბათ მალე წავლენ დიდიე დროგბა და სალომონ კალუც, ფერნანდო ტორესის გაყიდვას კი თავად კლუბი აპირებს. "იგუანის" სანაცვლოდ "ჩელსი" მზადაა 34 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფორვარდმა "რეალის" შემადგენლობაში 13 გოლი გაიტანა.