"მართალია, კლუბები ჯერ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ დირკმა "ლივერპულის" ხელმძღვანელებს უკვე უთხრა, რომ წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადგან საქმე მის მომავალ ცხოვრებასა და კარიერას ეხება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუიტი "ლივერპულიდან" გასაქცევად ყველაფერს იკადრებს, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში გეძლევა შანსი გადახვიდე "ინტერის" დონის კლუბში, ბუნებრივია, ებღაუჭები".
შეგახსენებთ,
"ინგლისიდან წასვლის წინ ბენიტესმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მას "ლივერპულის" ფეხბურთელების გადაბირება არ უნდა დაეწყო. მგონი ამ პირობას შესრულება სჭირდება, რადგან წესით ის კვლავ ძალაში უნდა იყოს. რაც შეეხება დირკ კუიტის ამბავს, ჩვენ მის შესახებ არავისგან არანაირი წერილი არ მიგვიღია. როგორც ჩანს რაღაც ზურგსუკანა მოლაპარაკებებთან და ცთუნებებთან გვაქვს საქმე. ეჭვი მაქვს, რომ "ინტერის" მწვრთნელი ჩუმად ფეხბურთელის აგენტს უთანხმებს რაღაცებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი რამ შემიძლია ვთქვა:
პირველი ის, რომ კუიტის ყიდვის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს და მეორე ის, რომ რომც მოგვმართოს, უერით გავისტუმრებთ. დღეს ჩვენ ფული არ გვჭირდება და ამდენად წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვით დაინტერესებულნი არ გახლავართ. ვიმეორებ, მე ფული კი არა, ფეხბურთელი მჭირდება. გარდა ამისა, პირადად ჩემთან დირკი არ მოსულა და არ უთქვამს, ჩემთან დაკავშირებით წერილი თუ მოვა, გთხოვთ გამიშვითო".
რაც შეეხება მასკერანოს, ის ჰოჯსონმა, მოგეხსენებათ, გასულ ორშაბათს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ არ ათამაშა და არც ევროლიგაზე, "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ განიხილებოდა "ლივერპულის" შემადგენლობის წევრად. მწვრთნელმა თქვა:
"არ მინდა მასკერანოს თამაში დავაძალო და ევროთასზე მონაწილიეობის გამო მისი ტრანსფერის საკითხი გავართულო. ვფიქრობ, კვირას ზუსტად მეცოდინება ჩვენთან დარჩება ეს ფეხბურთელი თუ "ბარსელონაში" გადავა".
როგორც ხედავთ, ჰოჯსონს "ინტერი" არც უხსენებია.