შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" ესპანელი ფორვარდი "ლივერპულისგან" ერთი წლის წინ 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდეს, თუმცა ფეხბურთელმა მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გაამართლა - "ჩელსის" მაისურით სულ ხუთი გოლის გატანა შეძლო.
"ტორესის ნიჭიერება ეჭვს არ ბადებს. ყველა პრობლემა მის მოტივაციასა და ფსიქოლოგიაშია. მე ყველას მოვუწოდებ, ცოტა კიდევ დაიცადოს. თავად კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ის თავს საუკეთესოდ წარმოაჩენს.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, კონკრეტულად გუნდის რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს, მაგრამ რადგან ტორესს ზურგზე ნომერი 9 აწერია, შედეგიანად თამაში მართებს!", - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით