"მანჩესტერ იუნაიტედი" გაიტანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" "ბენფიკას" ნახევარმცველის, ნიკოლას გაიტანის შეძენა სურს.

არგენტინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან 23 წლის ჰავბეკში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა გაიტანით სხვა ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებულები, თუმცა კონკრეტული შეთავაზება მხოლოდ ინგლისელებს აქვთ.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში 6 მილიონ ევროს "ბოკა ხუნიორსი" მიიღებს, რომელიც გაიტანის ნებისმიერი სატრანსფერო ფასის 20 პროცენტის მფლობელია.

მომზადებულია Ole.com.ar-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული