"ტოტენჰემი" ახალი სტადიონის სახელწოდებას 150 მილიონ ფუნტად გაყიდის

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ ყატარის ავიაკომპანია "Qatar Airways"-თან მოლაპარაკებები გუნდის ახალი სტადიონის სახელწოდების გაყიდვასთან დაკავშირებით გამართა.

როგორც გაირკვა, "ტოტენჰემი" აღნიშნული გარიგებიდან 150 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს, რომელიც 60 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალი არენა "უაიტ ჰარტ ლეინის" მახლობლად იქნება, ხოლო სტადიონის ასაშენებლად "დეზებს" 350 მილიონი ფუნტი სჭირდებათ.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული