დალგლიში: სუარესი სამი დღე სასტუმროში იჯდა, მაგრამ "ასტონ ვილასთან" არცთუ ცუდად ითამაშა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა "ასტონ ვილასთან" (2:0) თავისი გუნდის თამაში შეაფასა და გუნდის ფორვარდი ლუის სუარესი შეაქო.

"ორჯერ გავიტანეთ, ამას გარდა ბურთი ძელსაც გავარტყით. ბევრი მომენტი გვქონდა. ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება ბევრი სახიფათო ეპიზოდი შევქმნათ. რეალიზაციის მაჩვენებელიც უნდა გავაუმჯობესოთ.

რაც შეეხება სუარესს, ის სამი დღე სასტუმროს ნომერში იჯდა, მხოლოდ სამშაბათს და პარასკევს ივარჯიშა, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა", - განაცხადა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული