ჯონ ტერიმ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა, ჯონ ტერიმ გუნდის ღია ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელმა ვარჯიშის დამთავრება ვერ შეძლო და ორ ფიზიოტერაპევტთან ერთად სამედიცინო ნაწილში წავიდა. შემოწმების შემდეგ ინგლისელს კოჭის დაზიანება აღმოაჩნდა, რომელიც ტერიმ ერთ-ერთი შეჯახების დროს მიიღო.

მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ გუნდის დაცვის ლიდერი "ტოტენჰემთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული