ბრძოლა საჩემპიონო ამბიციისთვის

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპური" "უაით ჰართ ლეინზე" "ჩელსის" მასპინძლობს. ეს, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობის მატჩია, რადგან ერთმანეთს ლიდერთა ჯგუფის ორი წარმომადგენელი ხვდება.

"დეზების" თავკაცი, ჰარი რედნაპი ამ სეზონში ყველა ღონეს იხმარს, რათა გუნდი ოთხეულში გაიყვანოს და მეტიც, თუ საშუალება მიეცემა, რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს.

გეხსომებათ, ერთი ხნის წინ "სფურზი" ზედიზედ 11 შეხვედრაში გახლდათ დაუმარცხებელი, მაგრამ, შემდეგ "სტოკ სიტისთან" 2:1 წააგო და ეს რიხიანი სვლა შეუწყდა. რედნაპის საბედნიეროდ, ერთმა წაფორხილებამ ბიჭებს ნირი არ წაუხდინა და ბოლო შეხვედრაში კვლავ გაიმარჯვეს.

ამჯერად, მივიწყებული რუსის, რომან
პავლიუჩენკოს გოლით "ტოტენჰემმა" "სანდერლენდს" აჯობა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ასე რომ, დღეს, ერთმანეთს, სწორედ მესამე და მეოთხე პოზიციებზე მყოფი გუნდები ხვდებიან.

თუმცა, მოდი ცხრილს უფრო დაკვირვებით ჩავხედოთ. როგორც ხედავთ, "ტოტენჰემ ჰოთსპურს" "ჩელსისთან" შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და თანაც, თანაქალაქელ მეტოქეს ორი ქულით აღემატება. შესაბამისად, გამარჯვება რედნაპის ბიჭებს უფრო მანჩესტერულ გრანდებთან დააახლოვებს, ვიდრე ლიდერთა მეორე ეშელონის წარმომადგენლებთან.

"სანდერლენდთან" შეხვედრაში "ტოტენჰემ ჰოთსპურს" არ ჰყავდა, გარეთ ბეილი და ჯერმაინ დეფო. პირველმა ვარჯიშზე კოჭი ამოიბრუნა, მეორემ კი ევროლიგაში თამაშის დროს ორთავა კუნთი დაიზიანა. არ არის გამორიცხული, ამ ფეხბურთელებმა ვერც "ჩელსისთან" ითამაშონ. დაშავდა გარემარბი აარონ ლენონიც, რომელსაც "სანდერლენდთან" შეხვედრაში ორთავა კუნთი დაუშავდა და რამდენიმე ტურს გამოტოვებს. შესაბამისად, ფლანგებიდან შეტევას რედნაპი კვლავ განაპირა მცველებს, ბენუა სუ-ეკოტოსა და კაილი უოქერს ანდობს. ნახევარდაცვის ცენტრში მათ ლუკა მოდრიჩი შეკრავს.

22 წლის ბრაზილიელი სანდრო, რომელმაც ბეილისა და დეფოს არყოფნაში, "ტოტენჰემის" შემადგენლობაში, მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მესამე მატჩი ჩაატარა, "ჩელსისთან" შეხვედრის წინ იმედითაა ანთებული:

"დღეს გამარჯვება საჩემპიონო ამბიციასა და რწმენას გაგვიჩენს. დანარჩენი უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული".

"ჩელსიმ" კი ბოლო ტურში რიხიანი სვლა შეწყვიტა - მანამდე ზედიზედ სამი თამაში ჰქონდა მოგებული, თუმცა, "უიგანთან" მეკარე პეტრ ჩეხის შეცდომის გამო ფრეს დასჯერდა.

"რიხიანი სვლის აღსადგენად "ტოტენჰემთან" მოგება გვჭირდება. ეს იდეალური იქნება" - თქვა დამნაშავე ჩეხმა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVII ტური
დღეს
ტოტეჰნემი-ჩელსი 00:00

ნიუკასლი-ვესტ ბრომვიჩი 2:3

ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, პერჩი, კოლოჩინი, სანტონი (46. რ. ტეილორი) - ობერტანი (72. შ. ამეობი), ტიოტე, ვიცკიჩი, ხონასი - ბესტი (61. ბენ არფა), ბა
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი (7. ბ. ჯონსი), მაკოლი, ოლსონი, შორი - ბრანტი, მულუმბუ (76. ტორნი), შარნერი, ტომასი (68. დორანსი) - ოდემვინგე, ლონგი
გოლები: 0:1 ოდემვინგე (20), 1:1 ბა (34), 1:2 მაკოლი (44), 2:2 ბა (81), 2:3 შარნერი (85)
გაფრთხილება: კოლოჩინი (ნიუკასლი)
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 15-13; კარში დარტყმა: 15-12 (6-7); თამაშგარე: 4-4; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 51 060

მანჩესტერ სიტი-სტოკი 3:0
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი (59. სავიჩი), კომპანი, ლესკოტი, კლიში - ი. ტურე, ბერი (82. მილნერი) - სილვა (68. ბალოტელი), ნასრი, ა. ჯონსონი - აგუერო
სტოკი (4-4-2): სიორენსენი - ვუდგეიტი (80. დიაო), ჰუთი, აპსონი, უილსონი - შოტონი, უიტჰედი, პალასიოსი, ჯერომი (69. ფულერი) - უოლტერსი, კ. ჯონსი (74. პენანტი)
გოლები: 1:0 აგუერო (29), 2:0 ა. ჯონსონი (36), 3:0 აგუერო (54)
გაფრთხილება: რიჩარდსი, ა. ჯონსონი - ფულერი
კუთხური: 45-2; ჯარიმა: 8-8; კარში დარტყმა: 15-2 (12-1); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 46 321

ასტონ ვილა-არსენალი 1:2
ასტონ ვილა (4-5-1): გუზანი - ჰატონი, რ. დანი, კუელიარი, უორნოკი - ოლბრაიტონი (88. დელფუნესო), აირლენდი (45. ბენანი), კლარკი, ს. პეტროვი, ნ"ზოგბია - აგბონლაჰორი
არსენალი (4-5-1): შჩესნი - კოკუელინი, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - უოლკოტი, რემსი (81. ბენაიუნი), ფრიმპონგი (68. როსიცკი), არტეტა, ჟერვინიო (80. არშავინი) - ვან პერსი
გოლები: 0:1 ვან პერსი (17-პენ), 1:1 ოლბრაიტონი (54), 1:2 ბენაიუნი (87)
გაფრთხილება: კლარკი, ჰატონი - კოკუელინი, მერტეზაკერი, ვან პერსი
გაძევება: ჰატონი (90)
კუთხური: 7-15; ჯარიმა: 9-14; კარში დარტყმა: 9-7 (3-5); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 35 818

უიგანი-ლივერპული 0:0
უიგანი (3-4-3): აბდულა - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - სტამი, მაკარტი, დიამე, დ. ჯონსი (73. უოტსონი) - მოზესი, სემონი (61. დი სანტო), გომესი (73. როდალეგა)
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე - დაუნინგი, ჰენდერსონი, ადამი, მაქსი როდრიგესი (72. ბელამი) - კუიტი (72. შილვი), სუარესი (87. ქეროლი)
გაფრთხილება: კოლდუელი - გ. ჯონსონი, ბელამი
კუთხური: 7-14; ჯარიმა: 13-6; კარში დარტყმა: 11-16 (6-9); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 19 230

ქუინზ პარკი-სანდერლენდი 2:3
ქუინზ პარკი (4-4-1-1): კენი - ლ.იანგი, გებიდონი, კონოლი (90. ბოთროიდი), ტრაორე (80. ჰალი) - ბარტონი, ფაურლინი, დერი, რაიტ-ფილიპსი (46. ტაარაბტი) - მეკი - ჰელგიუსონი
სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ო"ში, ბრემბლი, ბრაუნი, ბერდსლი - ლარსონი (75. გარდნერი), კეტერმოლი, ვუგანი (71. კოლბეკი), რიჩარდსონი - სესენიონი - ბენდტნერი
გოლები: 0:1 ბენდტნერი (19), 0:2 სესენიონი (59), 1:2 ჰელგიუსონი (63), 2:2 მეკი (67), 2:3 ბრაუნი (89)
გაფრთხილება: ლ. იანგი, ფაურლინი - სესენიონი, კეტერმოლი
კუთხური: 8-11; ჯარიმა: 15-11; კარში დარტყმა: 9-11 (5-8); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 16 167

ფულჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:5
ფულჰემი (4-2-3-1): სტოკდეილი - ბეირდი (83. კელი), სენდეროსი, ჰანგელანდი, რიისე - ეტუჰუ, მერფი - რუის გონსალესი, დემბელე, დემპსი (85. ზამორა) - ა. ჯონსონი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - სმოლინგი, ფ. ჯონსი (20. ე. იანგი, 59. პარკი), ევანსი, ევრა - ვალენსია, ქერიკი, გიგზი, ნანი - რუნი, უელბეკი (76. ბერბატოვი)
გოლები: 0:1 უელბეკი (5), 0:2 ნანი (28), 0:3 გიგზი (43), 0:4 რუნი (88), 0:5 ბერბატოვი (90)
გაფრთხილება: ბეირდი (ფულჰემი)
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 10-7; კარში დარტყმა: 10-12 (5-10); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 25 700

ევერტონი-სუონსი 1:0
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ჰიბერტი, ჰეიტინგა, ჯეგიელკა, ბეინესი - ფ. ნევილი, ფელაინი - კოულმენი (31. გუეიე), ოსმანი, დრენტე (80. ტ. კეჰილი) - საა (75. სტრაკუალურსი)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - ა. რიჩარდსი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი (45. რანგელი) - გოვერი (46. ოგუსტიენი), ბრიტონი (74. ლიტა) - რუტლიჯი, ალენი, სინკლერი - გრემი
გოლები: 1:0 ოსმანი (60)
გაფრთხილება: გუეიე - უილიამსი, რუტლიჯი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 15-11; კარში დარტყმა: 13-1 (5-1); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 32 004

სატურნირო ცხრილი
1. სიტი 17 14 2 1 53-15 44
2. იუნაიტედი 17 13 3 1 42-14 42
3. ტოტენჰემი 15 11 1 3 31-18 34
4. ჩელსი 16 10 2 4 34-19 32
5. არსენალი 17 10 2 5 33-25 32
6. ლივერპული 17 8 6 3 20-13 30
7. ნიუკასლი 17 7 6 4 23-22 27
8. სტოკი 17 7 3 7 18-28 24
9. ნორვიჩი 17 5 6 6 27-31 21
10. ვესტ ბრომვიჩი 17 6 3 8 19-26 21
11. ევერტონი 16 6 2 8 17-19 20
12. ასტონ ვილა 17 4 7 6 19-23 19
13. ფულჰემი 17 4 6 7 18-23 18
14. სუონსი 17 4 6 7 16-21 18
15. სანდერლენდი 17 4 5 8 21-21 17
16. ქუინზ პარკი 17 4 4 9 17-31 16
17. ვულვზი 17 4 3 10 19-32 15
18. უიგანი 17 3 5 9 15-30 14
19. ბოლტონი 17 4 0 13 22-39 12
20. ბლექბერნი 17 2 4 11 24-38 10

ბომბარდირები
16 - ვან პერსი (არსენალი); 13 - აგუერო (სიტი), ბა (ნიუკასლი), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - ჯეკო (სიტი), იაკუბუ (ბლექბერნი); 8 - ბალოტელი (სიტი), ადებაიორი (ტოტენჰემი), სტარიჯი (ჩელსი); 7 - ჰოლტი (ნორვიჩი), ჰელგიუსონი (ქუინზ პარკი), ლემპარდი (ჩელსი), კლასნიჩი (ბოლტონი); 6 - დეფო (ტოტენჰემი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ერნანდესი (იუნაიტედი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული