"მანჩესტერ სიტი" სამ ფეხბურთელს გაყიდის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი კმაყოფილია, რომ მისი გუნდი პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

"კარგია, რომ შობაზე სატურნირო ცხრილის სათავეში ვართ. თუმცა უკეთესი იქნებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედს" სამი მატჩი წაეგო", - იხუმრა იტალიელმა სპეციალისტმა.

ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ცხრილის სათავეში ყოფნა გავაგრძელოთ, თუმცა გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 20 შეხვედრაა დარჩენილი".

"ქალაქელების" თავკაცმა ზამთრის ტრანსფერებზეც ისაუბრა.

"თავდაპირველად ორი-სამი ფეხბურთელი უნდა გავყიდოთ, რის შემდეგაც ვიფიქრებთ,
ვისი შეძენაა შესაძლებელი", - განაცხადა მანჩინიმ.

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული