როგორც გაირკვა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის "როსონერის" 22 წლის თავდამსხმელში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას ლონდონელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აპირებენ, თუმცა მანამდე მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი სეზონს იტალიაში დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ პატომ სერია A-ში რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მომზადებულია A Bola-ს მიხედვით