შეგახსენებთ, რომ ტორესი "ლურჯების" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა "ბოქსინგ დეიზე", "ფულჰემის" წინააღმდეგ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაშივე ათამაშა, მაგრამ ყოფილმა ლივერპულელმა კვლავ ვერ მოახერხა მეტოქის კარში ბურთის შეგდება.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ ფორვარდს დასავლეთ ლონდონში გადაბარგების შემდეგ 27 შეხვედრაში სამად სამი გოლი აქვს გატანილი, არადა მასში "ლურჯებმა" 50 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
სულ სხვანაირად არის "სტემფორდ ბრიჯზე" ამ შემოდგომაზე გადასული მატას
"იმ შეხვედრის პირველ ტაიმში ფერნანდომ ერთ ეპიზოდში კარგად შეუტია, მაგრამ მეკარემ აუღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ვარჯიშებზე ძალიან მონდომებულია და გოლების გატანასაც მალე დაიწყებს. ეს, უბრალოდ, დროის ამბავია. ფერნანდოს კარიერის განმავლობაში ყოველთვის გაჰქონდა და, რასაკვირველია, "ჩელსისთვისაც" მალე დაიწყებს ჩვეული საქმის კეთებას".
როგორც მოგახსენეთ, ორშაბათს მატამ გოლი შეაგდო - "ჩელსისა" და "ფულჰემის" შეხვედრა 1:1 დასრულდა. ესპანელი თავისმა გოლმა, ბუნებრივია, გაახარა, მაგრამ იმასაც კარგად ხვდება, რომ დაწინაურებულ მანჩესტერულ გუნდებს სავარაუდოდ, ვეღარ დაეწევიან.
ჩემი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენ ყველანი უკმაყოფილოები ვართ, რადგან სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავდით. არადა, გოლის გატანა ბევრჯერ შეგვეძლო, განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში. ხელსაყრელ პოზიციაში იყვნენ ტორესი, დიდიე დროგბა და რაულ მეირელეში, მაგრამ ბურთი კარში არა და არ შევიდა. თან, "ფულჰემის" მეკარემ, დევიდ სტოკდეილმა რამდენჯერმე საუცხოოდ იხსნა კარი აშკარა გოლისგან. მინდა შევაქო და კარგი თამაში მოვულოცო.
ჩვენ ვცდილობდით ბურთი სწრაფად გაგვეთამაშებინა, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე მთელი გუნდით დაცვაში დგას და სივრცეებს არ გიტოვებს, ამის გაკეთება ძალიან ძნელია".
"ბოქსინგ დეის" შემდეგ დასავლეთლონდონელები მანჩესტერელ ლიდერებს 11 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი არა, ოთხეულისთვის აქვთ საბრძოლველი. მატა განაგრძობს:
"პრემიერლიგის ზედა ოთხეულში დამკვიდრება ძალიან ძნელია, რადგან ამავე მიზნისთვის ბევრი გუნდი იბრძვის. ჩვენი კონკურენტები შესანიშნავ სეზონს ატარებენ. შემიძლია დავასახელი "არსენალი", "ტოტენჰემი", "ლივერპული".
ერთი სიტყვით წინ დიდი ბრძოლები გველის. ჩვენი შემდეგი თამაშიც აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ "ასტონ ვილა" ის გუნდი არ არის რამე იოლად რომ დაგითმოს. ერთი სიტყვით, ახალ წლამდე ექვსი ქულის მოპოვების გეგმა ჩაგვივარდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"