ჩინური კლუბი დროგბას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს

AutoSharing Option
"ჩელსის" თავდამსხმელის, დიდიე დროგბას გადაბირების კიდევ ერთი მსურველი ჩინური კლუბი "გუანჩჟოუა".

როგორც გაირკვა, ჩინელები მზად არიან 33 წლის ფორვარდი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დროგბას შეძენით "მილანი", "ტოტენჰემი", "დალიან შიდე" და "შანჰაი" არიან დაინტერესებულნი.

შეგახსენებთ, რომ ჩინური კლუბის "შანჰაის" ღირსებას ნიკოლა ანელკა იცავს.

ფორვარდის კონტრაქტის ვადა "ჩელსისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს მთავრდება. დროგბას აგენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი კლიენტი მზადაა გუნდი დატოვოს და იმ კლუბში გადავიდეს, სადაც მას უკეთეს პირობებს შესთავაზებენ.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი "ანჟის"
კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ოა. მისი ხელფასი კვირაში დაახლოებით 350 ათას ფუნტს შეადგენს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული