"ჩელსიმ" "ბოლტონის" ნახევარმცველ გარი კეიჰილთან მოლაპარაკებები დაიწყო. "უონდერერზის" ხელმძღვანელობამ ამის თაობაზე "არისტოკრატებს" და ჰავბეკის აგენტს ოფიციალური უფლება მისცა.
შესაძლოა ტრანსფერის თანხამ შვიდი მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინოს.
კეიჰილს "ბოლტონთან" კონტრაქტი უახლოეს ზაფხულს ეწურება, ამიტომ კლუბი ფეხბურთელს დაბრკოლებებს არ შეუქმნის.