არსენ ვენგერი ანრის ფორმით კმაყოფილი დარჩა და კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
"არსენალმა" თავდამსხმელ ტიერი ანრის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. საუბარია, 34 წლის ფეხბურთელთან ორთვიან იჯარაზე.

ანრიზე უფლებები "ნიუ იორკს" ეკუთვნის. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჟერვინიოსა და მარუან შამახის შეცვლას შეძლებს, რომლებიც აფრიკის თასზე გაირჯებიან.

მიმდინარე კვირაში ანრი "არსენალთან" ერთად ვარჯიშობდა და თავისი ფორმით  სამწვრთნელო შტაბზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის  ჩემპიონატი მარტში განახლდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძმა დაბრუნდი რა
Anri
18:55 29-12-2011
0

სიახლეები პოპულარული