ბერბატოვი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს კონტრაქტი გაუგრძელოს.

30 წლის ბულგარელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. თუმცა მასში არის პუნქტი ერთი წლით ავტომატურად გაგრძელების შესახებ.

მიმდინარე სეზონში ფორვარდი მოედანზე პრემიერლიგის 7 მატჩში გამოვიდა და ჩემპიონთა ლიგის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან სულ 5 გოლი გაიტანა. ბერბატოვის მიმართ ინტერესს პსჟ, "ბაიერი", "გალათასარაი", "ატლეტიკო" და "ანჟი" იჩენდა.

"კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ვფიქრობ, ეს მარტში მოხდება", - აღნიშნა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული