"ლივერპულისა" და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ლივერპულისა" და "ევერტონის" ყოფილი მცველი გერი აბლეტი 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

2010 წლის ზაფხულში აბლეტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. ყოფილი ფეხბურთელი 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

"ლივერპულის" რიგებს გერი აბლეტი 1982 წელს შეუერთდა. მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1988 წელს მან ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მომდევნო წელს ინგლისის თასი.

1992 წელს მცველი "ევერტონში" გადავიდა და 1995 წელს გუნდთან ერთან ეროვნული თასი მოიპოვა.

გარდა აღნიშნული გუნდებისა, გერი აბლეტი "ბირმინგემში" და "ბლექპულში" თამაშობდა, რის შემდეგ "ევერტონის", "ლივერპულისა" და "იფსვიჩის" სამწვრთნელო შტაბებში მუშაობდა. გარკვეული პერიოდი აბლეტი "სტოკპორტ ქაუნტს"
თავკაცობდა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული