ახალი წლის პირველ დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, "ვესტ ბრომვიჩმა" "ევერტონს" უმასპინძლა და 3 ქულა დაუთმო.
მარტინ ონილმა "შავ კატებს" თავისი ხელი უკვე დაატყო. მისგან მოულოდნელობა იყო გუნდის ძირითადი შემადგენლობის გადახალისება. წინა ტურში "ევერტონთან" 1:1-ის შემდეგ ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა 4 ახალი ფეხბურთელი - მინიოლე,
თამაში, ასე ვთქვათ, მასპინძლებმა "გახსნეს" - მე-3 წუთზე სესინიონის პასის წყალობით ბენდტნერი მეკარესთან პირისპირ დარჩა. მისი მოტყუებაც სცადა, თუმცა ტექნიკამ დააღალატა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მაგრამ უშუალოდ საჯარიმოში შეღწევა უჭირდათ.
ერთადერთი, ვისაც მეტ-ნაკლებად რამე გამოსდიოდა ეს იაია ტურე იყო. პირველ წუთებზე ზედმეტად პასიური იყო ჯეკო, რომელიც მასპინძელ მცველებს საიმედოდ ჰყავდათ ჩაკეტილი. მანჩინის ბიჭების უპირატესობა ნელ-ნელა იზრდებოდა. 32-ე წუთზე მათ ზედიზედ 2 შანსი გაანიავეს. ჯერ იყო და მინიოლემ ჯეკოს ურთულესი ბურთი აუღო, შემდეგ კი გარდნერმა ნასრის დარტყმული კარის ხაზზე გააჩერა. 2-3 წუთში ისევ ჯეკომ სცადა ბედი, მაგრამ ხარიხას გაარტყა.
შესვენებამდე მატჩის სცენარი არ შეცვლილა - "სიტი" უტევდა, "სანდერლენდი" კი ბედს კონტრშეტევებზე ეძებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მეორე ნახევარში მანჩინიმ მინდორზე აგუერო შეუშვა, მალე მას დავიდ სილვაც შეაშველა. 64-ე წუთზე "კატებმა" მატჩში მეორე სახიფათი მომენტი შექმნეს. სესინიონმა კომპანი პატარა ბავშვივით მოატყუა, მაგრამ იძულებული გახდა "არასამუშაო" ფეხით დაერტყა და კარს ააცილა.
ბოლო წუთებზე "სიტიმ" უკანასკნელი შტურმი წამოიწყო. მინიოლემ სილვას დარტყმული გაჭირვებით მოიგერია, თუმცა იქვე გაჩნდა რიჩარდსი, ვისი დამატებული თავურიც ხარიხას მოხვდა. რამდენიმე წამის მერე ისევ სილვამ დაარტყა. მომენტი კვლავ მეკარემ განმუხტა. 93-ე წუთზე რიჩარდსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გარეთ ბერიმ დასცხო, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა. სტუმართაგან ბოლოჯერ გატანა აგუერომ სცადა, მაგრამ საჯარიმოს გარედან დარტყმული ისევ მცველებმა დაბლოკეს.
ის იყო კევინ ფრენდი ჩასტვენას აპირებდა, რომ "სანდერლენდმა" შეაგდო: სესინიონის პასით ვონი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბენდტნერისგან განსხვავებით ჰარტი იოლად მოატყუა და გაიტანა - 1:0. ოღონდ უნდა აღინიშნოს თანამსაჯის შეცდომა, მან აშკარა თამაშგარე ვერ დაინახა. სანდერლენდელთა ზეიმი საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო.
რა შეიძლება ითქვას "სიტის" ბოლოდროინდელ თამაშზე? "ქალაქელებს" 216 წუთია არ გაუტანიათ. თანაც ვისთან ვერ მოახერხეს თავის გამოჩენა? "ვესტ ბრომვიჩთან" და "სანდერლენდთან". რეალურია თუ არა ლაპარაკი გუნდის შემტევების კრიზისზე, ამას "ლივერპულთან" შემდგომი ტურის შეხვედრა გვიჩვენებს.
"სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"დაჯერებაც კი მიჭირს იმისა, რაც მოხდა. იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოვიყენეთ. ასეთი კონტრშეტევა კი არ უნდა გაგვპარვოდა. ჩვენი დონის გუნდი მსგავსი რამ არ ეკადრება. იმედგაცრუებასთან ერთად გაბრაზებულიც ვარ, რადგან არ შეიძლება ასეთი თამაშების წაგება. მეტიც, ვალდებულნი ვიყავით მოგვეგო. მომდევნო მატჩში, რომელიც 48 საათში გვიწევს, მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. წინ კიდევ 19 თამაში გვაქვს და ჯერ დაკარგული არაფერია, მაგრამ გული მწყდება, რომ ცხრილის მწვერვალზე გამაგრების შანსი გავუშვით ხელიდან".
იტალიელისგან განსხვავებით შესანიშნავ განწყობაზე იყო მარტინ ონილი. მწვრთნელი, ვინც 5 შეხვედრაში "კატებს" 10 ქულა მოაპოვებინა, რისი წყალობითაც ისინი გასავარდნ ზონას დაშორდნენ.
"ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა. 3 ქულა ასეთ მძიმე დაპირისპირებაში ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ვაღიარებ, რომ "სიტიმ" გვაჯობა. განსაკუთრებით ეს ბოლო 20 წუთზე ითქმის, როცა საკუთარ საჯარიმოში ვიყავით ჩაკეტილები. ყველაფერის მიუხედავად შევძელით ძალების მონახვა და შედეგიანი კონტრშეტევის განხორციელება," - განაცხადა ონილმა.
მართალია, თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ფრე უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ დევიდ მოიესის "ევერტონმა" თავისი წილი ომი მოიგო. შოტლანდიელი მწვრთნელი კმაყოფილი ჩანდა ნიგერიელი ვიქტორ ანიჩებეს დაბრუნებით: "გუნდებმა საგოლე მომენტები თანაბრად შექმნეს. შესაბამისად ქულების გაყოფა ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ... ვესტ ბრომვიჩში თამაში ყოველთვის გვიჭირდა. რახან ეს ბარიერი გადავლახეთ, იმედია, გუნდი უფრო მშვიდად შეხვდება მომდევნო მატჩებს. ანიჩებეს დაბრუნებამ დიდი ძალა შეგვმატა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მას თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ეს პრობლემა დროსთან ერთად მოგვარდება. ვიქტორი ჩემი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსალია".
XIX ტური
ლივერპული-ნიუკასლი 3:1
ლივერპული: რეინა - ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ხოსე ენრიკე - ჰენდერსონი, სპირინგი, ადამი (ჯერარდი 59), დაუნინგი - კეროლი, ბელამი (კუიტი 74)
ნიუკასლი: კრული - სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, რ. რეილორი (სანტონი 46) - ტიოტე, კაბაიე, გუტიერესი, ობერტანი (ამეობი 85) - ვუჩკიჩი (ბენ-არფა 65), ბა
გოლები: 0:1 აგერი (25) სკ-ში, 1:1 ბელამი (29), 2:1 ბელამი (67), ჯერარდი (78)
გაფრთხილება: - ხონასი, რ. ტეილორი
კუთხური: 7-0, ჯარიმა: 7-11, თამაშგარე: 4:2 კარში დარტყმა: 16(4)-4(1), ბურთის ფლობა: 51:49 მაყურებელი: 44 372
მანჩესტერ იუნაიტედი-ბლექბერნი 2:3
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა - რაფაელი (უ. კინი 85), ჯონსი, ქერიკი, ევრა - ნანი, ვალენსია, პარკი, უელბეკი - ბერბატოვი, ერნანდესი (ანდერსონი 46)
ბლექბერნი: ბანი - სამბა, გ. ჰენლი, ა. ჰენლი, ლოუი - ნზონზი, პედერსენი, პეტროვიჩი, ფორმიკა (გუდვილი 85), როჩინა (მორისი 55) - იაკუბუ (სლეუ 89)
გოლები: 0:1 იაკუბუ (16) პენ, 0:2 იაკუბუ (51), 1:2 ბერბატოვი (52), 2:2 ბერბატოვი (62), 2:3 გ. ჰენლი (80)
გაფრთხილება: ნანი, ქერიკი - ლოუი, პეტროვიჩი
კუთხური: 17-3, ჯარიმა: 7-10, თამაშგარე: 0:0 კარში დარტყმა: 27(5)-11(3), ბურთის ფლობა: 63:37 მაყურებელი: 75 146
არსენალი-ქუინზ პარკი 1:0
არსენალი: შჩესნი - კოშელნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი (კოკლენი 54), ჯურუ - სონგი, არტეტა - არშავინი (როსიცკი 67), რემსი, უოლკოტი (ჟერვინიო 75) - ვან პერსი
ქუინზ პარკი: ჩერნი - კონოლი, გებიდონი, ა. ტრაორე (ორი 78), ლ იანგი - ფორლინი, ბარტონი, რაიტ-ფილიპსი, მაკი (ტ. სმიტი 74) - ტაარაბტი, ბოტროიდი (დ. კემპბელი 64)
გოლი: 1:0 ვან პერსი (60)
კუთხური: 12-4, ჯარიმა: 11-13, თამაშგარე: 6:5 კარში დარტყმა: 18(4)-8(4), ბურთის ფლობა: 59:41 მაყურებელი: 60 067
გაფრთხილება: ვერმაელენი, ჯურუ - ბარტონი, ლ. იანგი
ბოლტონი-ვულვერჰემპტონი 1:1
ბოლტონი: იასკელაინენი - ნაიტი, კეჰილი, რიკეტსი, სტეინსონი - რეო-კოკერი, მუამბა, მ. პეტროვი, დევისი - ნ’გოგი (კ. დევისი 87) კლასნიჩი (შანლი 77)
ვულვერჰემპტონი: ჰენესი - ბერა, რ. ჯონსონი, ელოკობი (ედვარდსი 46), სტირმენი - ჰანტი (ფოლი 82), ჰენრი, უორდი, ჯერვისი - ებანს-ბლეიკი, ს. ფლეტჩერი (დოილი 68)
გოლები: 1:0 რიკეტსი (22), 1:1 ს ფლეტჩერი (49)
კუთხური: 3-6, ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 1:7 კარში დარტყმა: 13(8)-8(2), ბურთის ფლობა: 59:41 მაყურებელი: 20 354
ჩელსი-ასტონ ვილა 1:3
ჩელსი: ჩეხი - ფერეირა (ბოსინგვა 75), ლუისი, ტერი, კოული - რამირესი, რომეუ (ლემპარდი 57), მეირელეში - მატა, სტარიჯი (ტორესი 63) - დროგბა
ასტონ ვილა: გუზანი - კუელიარი, ჯ. კოლინზი, რ. დანი, უორნოკი - კლარკი, ოლბრაიტონი (გარდნერი 78), ს. პეტროვი (ბენანი 85), ნზოგბია (ბენტი 78) - აირლანდი აგბონლაჰორი
გოლები: 1:0 დროგბა (23) პენ, 1:1 აირლანდი (28), 1:2 ს. პეტროვი (83), 1:3 დ. ბენტი (86)
გაფრთხილება: ტერი - კუელიარი
კუთხური: 9-2, ჯარიმა: 7-13, თამაშგარე: 0:1 კარში დარტყმა: 18(2)-10(7), ბურთის ფლობა: 62:38 მაყურებელი: 41 332
სტოკი-უიგანი 2:2
სტოკი: სორენსენი - ჰუთი, შოუკროსი, უილკინსონი (შოტონი 49), უილსონი - პალასიოსი, დელაპი, ეთერინგტონი (ჯერომი 73), პენანტი - კრაუჩი, უოლტერსი (კ. ჯონსი 90)
უიგანი: ალ ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - სტამი, დიამე, დ. ჯონსი (ბ. უოტსონი 86), მაკარტი, გომესი (გოჰური 78) - როდალეგა, მოზესი
გოლები: 0:1 მოზესი (45), 1:1 უოლტერსი (77), 2:1 ჯერომი (84), 2:2 უოტსონი (87)
გაფრთხილება: დელაპი, შოტონი - მოზესი, სტამი, კოლდუელი, როდალიეგა
გაძევება: კოლდუელი 76 (უიგანი)
კუთხური: 8-5, ჯარიმა: 14-10, თამაშგარე: 3:2 კარში დარტყმა: 13(2)-11(6), ბურთის ფლობა: 49:51 მაყურებელი: 26 595
ნორვიჩი-ფულჰემი 1:1
ნორვიჩი: რადი - აიალა, უითბრედი, ნოუტონი, მარტინი - ბ. ჯონსონი, ფოქსი (ჰოლტი 46), პიკლინგტონი (ბენეტი 80), სურმანი - ჰულაჰანი, მორისონი (ჯექსონი 69)
ფულჰემი: სტოკდეილი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, კელი - დემპსი, მერფი (ეტუჰუ 65), კ ფრეი (დაფი 80), დემბელე - რუისი, სა (სიდუელი 79)
გოლები: 0:1 სა (7), 1:1 ჯექსონი (90)
გაფრთხილება: -
კუთხური: 4-3, ჯარიმა: 10-7, თამაშგარე: 5:3 კარში დარტყმა: 20(4)-11(3), ბურთის ფლობა: 51:49 მაყურებელი: 41 332
სუონსი-ტოტენჰემი 1:1
სუონსი: ვორმი - უილიამსი, მონკი, ტეილორი, რიჩარდსი (რანხელი 46) - გოვერი (აგუსტიენი 62), დობი, ალენი - ს. სინკლერი (52), დაიერი, მური (გრემი 69)
ტოტენჰემი: ფრიდელი - გალასი, კაბული, ასუ-ეკოტო, უოკერი - მოდრიჩი, პარკერი (ლივერმორი 71), სანდრო - ბეილი, ვან დერ ვაარტი - (დეფო 71), ადებაიორი
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (44), 1:1 ს. სინკლერი (84)
გაფრთხილებები: რიჩარდსი - ბეილი, ლივერმორი
კუთხური: 10-5, ჯარიმა: 8-5, თამაშგარე: 2:4 კარში დარტყმა: 13(4)-10(5), ბურთის ფლობა: 56:44 მაყურებელი: 20 393
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 0:1
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი - ბ. ჯონსი, მაკალი, დოუსონი, შორი - ტომასი, შარნერი, მორისონი, ბრანტი (დორანსი 90) - ლონგი, ოდემვინგი
ევერტონი: ჰოვარდი - ჰიბერტი, ბეინსი, იაგიელკა, დისტენი - ჰეიტინგა, ფ. ნევილი (ანიჩებე 65), როდუელი (გუიე 57), ოსმანი - კეჰილი, საა (სტრაკალურსი 65)
გოლი: 0:1 ანიჩებე (87)
გაფრთხილებები: - ბეინსი, სტრაკალურსი
კუთხური: 2-7, ჯარიმა: 11-8, თამაშგარე: 3:2 კარში დარტყმა: 13(0)-15(4), ბურთის ფლობა: 51:49 მაყურებელი: 23 038
სანდერლენდი-მანჩესტერ სიტი 1:0
სანდერლენდი: მინიოლე - ე. ბრაუნი (კილგალონი 26), ოში, კოლბეკი, კ. გარდნერი - კატერმოული, ვონი (ელ მუჰამადი 83), მაკლინი, ლარსონი - ბენდტნერი (დონ-ვონი 78), სესინიონი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი - ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი (მ. რიჩარდსი 67), საბალეტა - ბერი, დე იონგი(აგუერო 46) - ნასრი (დ. სილვა 55), ა. ჯონსონი, ი. ტურე - ჯეკო
გოლი: 1:0 დონ-ვონი (90)
გაფრთხილება: ლარსონი - დე იონგი
კუთხური: 1-10, ჯარიმა: 7-7, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 8(3)-27(5), ბურთის ფლობა: 31:69 მაყურებელი: 40 625
XX ტური
ასტონ ვილა-სუონსი 0:2
ასტონ ვილა: გუზანი - კუელიარი (ჰატონი 55), დანი, კოლინზი, უორნოკი - კლარკი (ბანანი 85), პეტროვი, ნზოგბია, აირლენდი (ალბრაიტონი 68) - აგბონლაჰორი, ბენტი
სუონსი: ვორმი - რანხელი, კოლკერი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ბრიტონი, აგუსტიენი, ორლანდი (ალენი 58) - ნ. დაიერი (ს. სინკლერი 78), რუტლეჯი - გრემი
გოლები: 0:1 დაიერი (5), 0:2 რუტლეჯი (47)
გაფრთხილება: კოლინზი, დანი - კოლკერი, აგუსტიენი ორლანდი, ვორმი
კუთხური: 14-0, ჯარიმა: 11-6, თამაშგარე: 0:1 კარში დარტყმა: 8(2)-9(6), ბურთის ფლობა: 49:51 მაყურებელი: 44 372
ბლექბერნი-სტოკი 1:2
ბლექბერნი: ბანი - სამბა, გ. ჰენლი, ა. ჰენლი (70 ჟივე), ლოუი -ნზონზი, პეტროვიჩი (გუდვილი 59), პედერსენი, ფორმიკა, დ. დანი (როჩინა 73) - იაკუბუ
სტოკი: სორენსენი - ვუდგეიტი, შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - შოტონი, უელანი (დელაპი 83), უაითჰედი (დიაო 87), ეთერინგტონი (ჯერომი 80) - უოლტერსი, კრაუჩი
გოლები: 0:1 კრაუჩი (17), 0:2 კრაუჩი (45) 1:2 გუდვილი (70),
გაფრთხილება: გ. ჰენლი, როჩინა - ჰუთი
კუთხური: 8-3, ჯარიმა: 8-7, თამაშგარე: 2:1 კარში დარტყმა: 10(5)-9(3), ბურთის ფლობა: 53:47 მაყურებელი: 44 372
ქუინზ პარკი-ნორვიჩი 1:2
ქუინზ პარკი: კენი - გებიდონი, ა. ფერდინანდი, ჰილი, ლ. იანგი - ფორლინი, დერი, ბარტონი, ტაარაბტი (კემპბელი 85) - ჰელგუსონი (მაკედა 80), მაკი (რაიტ ფილიპსი 46)
ნორვიჩი: რადი - მარტინი, დრური (ფოქსი 66), უითბრედი, აიალა - ბ. ჯონსონი, პილკინგტონი, ბენეტი, ლაპინი (ჰულაჰანი 66) - ჰოლტი (მორისინი 66), ჯექსონი
გოლები: 1:0 ბარტონი (11), 1:1 პილკინგტონი (42) 1:2 მორისონი (83)
გაფრთხილება: ჰელგუსონი, რაიტ ფილიპსი - აიალა
გაძევება: ბარტონი (36)
კუთხური: 2-5, ჯარიმა: 12-13, თამაშგარე: 1:1 კარში დარტყმა: 5(3)-13(6), ბურთის ფლობა: 47:53 მაყურებელი: 44 372
ვულვერჰემპტონი-ჩელსი 1:2
ვულვერჰემპტონი: ჰენესი - სტირმენი, ჯონსონი, ბერა, ვორდი - ჰემილი, ჰენრი, ფრიმპონგი (ფლეტჩერი 61), ფორდი (ჯარვისი 46) - ედვარდსი (ფოლი 76), დოილი
ჩელსი: ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ლუისი, კოული - რომეუ, რამირესი, მეირელეში, ლემპარდი - მატა (მაკეხრანი 83), ტორესი
გოლები: 0:1 რამირესი (54) 1:1 ვორდი (85), 1:2 ლემპარდი (89)
გაფრთხილება: ჰემილი, ჰენრი, დოილი - ლემპარდი, რომეუ
კუთხური: 0-5, ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 8(5)-13(8), ბურთის ფლობა: 39:61 მაყურებელი: 44 372
ფულჰემი-არსენალი 2:1
არსენალი: შჩესნი - კოშელნი, მერტეზაკერი, ჯურუ, კოკლენი - არტეტა, სონგი, რემსი (სკილაჩი 81), უოლკოტი (როსიცკი 65) - ჟერვინიო (74 ბენაიუნი), ვან პერსი.ფულჰემი: სტოკდეილი - კელი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე - სიდუელი, დემბელე, მერფი (ფრეი 69) - რუისი, დემპსი - ზამორა.
მაყურებელი: 25 700კუთხური: 4-3, ჯარიმა: 6-11, თამაშგარე: 5:3 კარში დარტყმა: 22(7)-13(8), ბურთის ფლობა: 52%-48% გაძევება: ჯურუ 78გაფრთხილებები: - ჯურუგოლები: 0:1 კოშელნი (21), 1:1 სიდუელი (85), 2:1 ზამორა (90)
დღეს:
ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი 22:45
უიგანი-სანდერლენდი 22:45
მანჩესტერ სიტი-ლივერპული 23:00
ხვალ:
ევერტონი-ბოლტონი 23:00
ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:00
I ტურის გამოტოვებული თამაში (11 იანვარი)
ტოტენჰემი-ევერტონი 00:45
მომდევნო ტური
14 იანვარი: ასტონ ვილა-ევერტონი, ბლექბერნი-ფულჰემი, ჩელსი-სანდერლენდი, ლივერპული-სტოკ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი, ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი.
15 იანვარი: ნიუკასლი-ქუინზ პარკი, სუონსი-არსენალი 17 იანვარი: უიგანი-მანჩესტერ სიტი
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 19 14 3 2 53:16 45
2. იუნაიტედი 19 14 3 2 49:17 45
3. ტოტენჰემი 18 12 3 3 35:20 39
4. ჩელსი 20 11 4 5 39:25 37
5. არსენალი 20 11 3 6 36:28 36
6. ლივერპული 19 9 7 3 24:15 34
7. ნიუკასლი 19 8 6 5 26:25 30
8. სტოკი 20 8 5 7 22:31 29
9. ნორვიჩი 20 6 7 7 30:35 25
10. ევერტონი 18 7 3 8 19:20 24
11. სუონსი 20 5 8 7 20:23 23
12. ასტონ ვილა 20 5 8 7 22:26 23
13. ფულჰემი 20 5 8 7 22:26 23
14. ვესტ ბრომვიჩი 19 6 4 9 19:27 22
15. სანდერლენდი 19 5 6 8 23:22 21
16. ვულვზი 20 4 5 11 22:36 17
17. ქუინზ პარკი 20 4 5 11 19:35 17
18. უიგანი 19 3 6 10 17:37 15
19. ბლექბერნი 20 3 5 12 29:43 14
20. ბოლტონი 19 4 1 14 23:42 13
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"