კეროლი შესაძლოა "ნიუკასლში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ენდი კეროლი, რომელიც "ნიუკასლიდან" მერსისაიდულ კლუბში შარშან ზამთარს გადავიდა, შესაძლოა, "კაჭკაჭების" შემადგენლობაში დაბრუნდეს.

ფეხბურთელმა, რომელშიც 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს, წლის განმავლობაში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა და "წითლების" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება.

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა იჯარის ვარიანტს განიხილავს, თუ კლუბი "ასტონ ვილას" თავდამსხმელის, დარენ ბენტის გადაბირებას შეძლებს.

"ნიუკასლის" თავკაცი ალან პერდიუ, რომელიც მალე ფორვარდ დემბა ბას აფრიკის თასზე გამგზავრების გამო მოისაკლისებს, აცხადებს, რომ კეროლის იჯარით დაბრუნება გაახარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული