"ევერტონის" მეკარემ თავისი საჯარიმოდან გაიტანა

AutoSharing Option
ვიდეო
"ევერტონის" ამერიკელმა მეკარემ ტიმ ჰოვარდმა "ბოლტონთან" (1:2) მატჩში გოლი საკუთარი საჯარიმო მოედნიდან დარტყმით გაიტანა.

ჰოვარდმა მეტოქის კარი 63-ე წუთზე აიღო და მატჩში ანგარიში გახსნა. თუმცა საბოლოოდ "ევერტონმა" 1:2 წააგო.

ჰოვარდმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ძლიერი დარტყმით წინ გადაგზავნა. ბურთი  "ბოლტონის" საჯარიმოს სიახლოვეს დაეცა, შემდეგ კი მიწიდან ასხელიტილი მეკარე ადამ ბოგდანის ზურგსუკან კარში დაეშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული