"ექვსი თვის უკან ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, "ტოტენჰემი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებსო, დავცინებდი. ამ ეტაპზე რამდენიმე ფეხბურთელის დამატება გვჭირდება და მერე ვნახოთ, რისი მაქნისები ვართ.
პრობლემა ისაა, რომ რაც უფრო უკეთესი ხდება გუნდი, შესაფერისი ფეხბურთელების დამატება ძნელი ხდება. არ ვამბობ, რომ ტიტული თავისით მოვა. "მანჩესტერ სიტი" კვლავ მთავარ ფავორიტად რჩება, ასევე "იუნაიტედიც" იბრძოლებს ჩემპიონობისთვის", - განაცხადა რედნაპმა.