ტიერი ანრი: ამერიკელმა გულშემატკივრებმა უნდა გამიგონ - ეს ხომ "არსენალია"

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" პრესსამსახურმა "ნიუ იორკ რედ ბულზის" თავდამსხმელის ტიერი ანრისთან შეთანხმება დაადასტურა. შედეგად, ფრანგი ფეხბურთელი "მეთოფეებთა" რიგებში, იჯარის წესით, იანვარ-თებერვალს გაატარებს.

"სიმართლე გითხრათ, დაუჯერებელი რამ მოხდა, - განუცხადა "არსენალის" ოფიციალურ საიტს ტიერიმ. - როგორც კი იჯარის ვარიანტი გამოჩნდა, მაშინვე ამ იდეით ავენთე. თუმცა, მე ლონდონში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ გმირი გავხდე ან ვინმეს რამე დავუმტკიცო. უბრალოდ, შამახი და შერვინიო აფრიკის თასზე მიემგზავრებიან და მე სწორედ მათ შევცვლი.

ეს იჯარაა და შესაბამისად, ალბათ მეტწილად თადარიგში ვიქნები. რაც შეეხება "ნიუ იორკის" გულშემატკივრებს,
რომლებსაც დავპირდი, რომ ევროპაში აღარასოდეს ვითამაშებდი, მათ უნდა გამიგონ, რომ აქ საუბარი იყო "არსენალზე". მეიორ ლიგის მოსაგებად მალე დავბრუნდები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული