მოულოდნელად სტუმრებს უკეთესი დებიუტი ჰქონდათ. 28-ე წუთზე დიდებული შორეული დარტყმით ანგარიში რობი სიმპსონმა გახსნა - 0:1. ამან მასპინძლები ცოტა გააბრაზა. "წითლებმა" ანგარიში საპასუხო შეტევაშივე გაათანაბრეს. ჯონჯო შელვის დარტყმულს კრეიგ ბელამიმ მიმართულება შეუცვალა - 1:1.
შესვენებამდე მაქსი როდრიგესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით სტივ ჯერარდმა "ლივერპული" წინ გაიყვანა. მატჩს ინტერესი 68-ე წუთზე დაეკარგა, როცა ბელამის პასი შელვიმ დააგვირგვინა - 3:1. მატჩის ბოლო წუთები
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე კენი დალგლიშმა განაცხადა: "გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მეამაყება ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი. ვფიქრობ, "ოლდჰემის" ფეხბურთელებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა კლუბის მფლობელებსა და მწვრთნელებს მათით ემაყათ. ამ ბიჭებმა რამდენიმე კარგი მომენტი შეგვიქმნეს და მერე ანგარიშიც გახსნეს. იმან გვიშველა, რომ გათანაბრება მალევე შევძელით. უნდა ითქვას, რომ საბოლოო ანგარიში არ ასახავს ძალთა რეალურ ბალანსს, რადგან კლასში სხვაობა არც ისეთი დიდია, რაც ერთი შეხედვით ჩანს".
თამაშის მიმდინარეობისას სერიოზული ინციდენტი მოხდა: მასპინძელთა გულშემატკივარმა სტუმართა ფეხბურთელ ტომ ადეიემის რასისტული შეძახილით შეურაცხყოფა მიაყენა. ფეხბურთელი ამან ძალიან გააბრაზა. თამაშის დასრულებისთანავე "ლივერპულის" ვებგვერდზე გაჩნდა განცხადება, რომ კლუბი საქმეს უაღრესად სერიოზულად მიუდგებოდა და პოლიციასთან ერთად ყველა ზომას მიმართავდა სამართალდამრღვევის დასაკავებლად.
პოლიციამ შეისწავლა საკაბელო ტელევიზიისა და "ენფილდის" უსაფრთხოების სისტემის ჩანაწერები, ინციდენტის ადგილას გადაღებული ფოტოები, დაიკითხნენ კონკრეტული სექტორის სტიუარდები, ამას გარდა კლუბმა მათ მიაწოდა ინფორმაცია გაყიდული ბილეთების შესახებ და რაც ყველაზე მთავარია, პოლიციას ჩვენება გულშემატკივრებმაც მისცეს.
ყოველივემ შედეგი 24 საათში გამოიღო. შაბათს გვიან ღამით მერსისაიდის საგრაფოს პოლიციის წარმომადგენლებმა პრესას აცნობეს, რომ მათ დააკავეს ადეიემის შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც იმავე საგრაფოში ქალაქ სეფტონთან ახლოს დასახლება ეინტრის მაცხოვრებელი აღმოჩნდა. მისი სახელი, ბუნებრივია, ჯერ არ სახელდება. პოლიციამ მას ბრალი დაკავებიდან რამდენიმე საათში წაუყენა.
თასის მესამე ეტაპის უმთავრესი დაპირისპირება "სიტი ოფ მანჩესტერზე" გაიმართა. ერთმანეთს ჩეპიონატის ლიდერი "სიტი" და მეორეადგილოსანი "იუნაიტედი" შეებნენ. რა იყო უმთავრესი მოლოდინი? ის, რომ "ეშმაკები" რევანშზე იზრუნებდნენ, თუ ის, რომ მოედანს ლეგენდარული პოლ სქოულზი უნდა დაბრუნებოდა?
უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრა სხვანაირი შედეგით დასრულდებოდა, რომ არა არბიტრი კრის ფოი. გასაგებია ის, რაც ფეხბურთის წესებში წერია, რომ ტყუპი გაშლილი ფეხით მეტოქის წინააღმდეგ თამაში წესების ზღვარსგადასულ დარღვევად უნდა შეფასდეს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ კუნძულზე ძნელად მოიძებნებოდა მსაჯი, ვინც მატჩის მე-12 წუთზე ვენსან კომპანის გასახდელის გზას გაუყენებდა... სწორედ კუნძულზე, რადგან ზოგადად ბრიტანულ ფეხბურთში სიხისტის ზღვარი სხვა ქვეყნებთან შედარებით არნახულად მაღალია და მსგავსი დარღვევისთვის ფეხბურთელებს იშვიათად აძევებენ.
და მაინც, ფეხბურთი იყო არნახული. თამაში "სიტის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ გოლი "იუნაიტედმა" პირველივე ჩხვლეტაზე გაიტანა. უეინ რუნიმ ცენტრში ბურთი მოიპოვა და ფლანგზე ანტონიო ვალენსიას გადააწოდა, ეკვადორელმა კი დევიდ ბექჰემის (ბექზი ტრიბუნაზე იჯდა) სტილში ბურთი საჯარიმოში შეჭრილ რუნის თავზე დაასვა და მიუხედავად იმისა, რომ ნანი ხელს უშლიდა, გოლი მაინც გავიდა 0:1.
კაცნაკლული "სიტი" დაიბნა. ტაიმის ბოლომდე აგუეროს შორეული გასროლის გარდა საშიში მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა. "იუნაიტედმა" კი გაილაღა. 30-ე წუთზე დიდებული ბურთი შეაგდო უელბეკმა, ვისაც ნასრის რიკოშეტმა გაუმართა ხელი. 39-ეზე კი რუნიმ უელბეკის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაარტყა, მაგრამ გატანით დამატებულზე გაიტანა, რადგან პანტილიმონი 11-მეტრიანს ადგილზე დახვდა.
რა მოხდა მეორე ტაიმში ამის ახსნა ძნელია. "იუნაიტედმა" ინიციატივაც დათმო და მოედნის ცენტრიც. რითაც "სიტიმ" ისარგებლა. ჯერ კოლაროვმა გაიტანა ფანტასტიკური საჯარიმო, შემდეგ კი აგუერომ გაიტანა ბურთი, რომელიც მინდორზე 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა სქოულზმა დაკარგა.
10-კაციან "სიტის" გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში სიტუაცია ფილ ჯონსმა განმუხტა.
ინგლისის ასოციაციის თასი. მე-3 ეტაპი
ლივერპული-ოლდჰემი 5:1
ლივერპული: რეინა, ფ. აურელიო (71. ფლენაგანი), კარაგერი, კოატესი, კელი, მაქსი, ჯერარდი, სპირინგი, შელვი, კუიტი (87. კეროლი), ბელამი (74. დაუნინგი)
გოლები: 0:1 სიმპსონი (28), 1:1 ბელამი (30), 2:1 ჯერარდი (45) პენ, 3:1 შელვი (68), 4:1 კეროლი (89), 5:1 დაუნინგი (90)
ბარნსლი-სუონსი 2:4
გოლები: 1:0 ვას ტე (29), 1:1 რანხელი (30), 1:2 გრემი (46), 1:3 დაიერი (54), 2:3 ვას ტე (65), 2:4 გრემი (89)
ბრისტოლი როვერსი-ასტონ ვილა 1:3
გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (35), 0:2 აგბონლაჰორი (64), 0:3 კლარკი (78), 1:3 მაკგლეიში (90)
ევერტონი-ტამვორტი 2:0
გოლები: 1:0 ჰეიტინგა (5), ბეინსი (79) პენ.
ფულჰემი-ჩარლტონი 4:0
გოლები: 1:0 დემპსი (8), 2:0 დემპსი (61), 3:0 დემპსი (81)პენ, 4:0 დაფი (87)
ჯილინგემი-სტოკი 1:3
გოლები: 1:0 კედუელი (16), 1:1 უოლტერსი (34), 1:2 ჯერომი (43), 1:3 ჰუთი (49)
ნიუკასლი-ბლექბერნი 2:1
გოლები: 0:1 გუდვილი (35), 1:1 ბენ არფა (70), 2:1 ხონასი (90)
ნორვიჩი-ბარნლი 4:1
გოლები: 1:0 ჰოლტი (6), 2:0 ჯექსონი (12), 2:1 როდრიგესი (15), 3:1 სარმანი (60), 4:1 მორისონი (73)
მაკსფილდი-ბოლტონი 2:2
გოლები: 0:1 კლასნიჩი (7), 1:1 დენიელი (16), 2:1 მენდი (68), 2:2 უიტერი (77)
დონსი-ქუინზ პარკი 1:1
გოლები: 1:0 ბოუდიტჩი (65), 1:1 ჰელგუსონი (89)
სუინდონი-უიგანი 2:1
გოლები: 0:1 მაკმანამანი (35), 1:1 კონელი (40), 2:1 ბენსონი (76)
ტოტენჰემი-ჩელტენჰემი 3:0
ტოტენჰემი: კუდიჩინი, დოუსონი (88 ტ. კეროლი), ბასონგი, პიენაარი, კრანჩარი, ჯ. დოს სანტოსი, ლენონი (82. ბოსტოკი), როუზი, ლივერმორი, დეფო (76. იაგო სილვა), პავლუჩენკო
გოლები: 1:0 დეფო (24), 2:0 პავლუჩენკო (43), 3:0 დოს სანტოსი (87)
ვესტ ბრომვიჩი-კარდიფი 4:2
გოლები: 1:0 ოდენვინგე (7), 2:0 კოქსი (33), 2:1 ერნშოუ (36), 2:2 მეისონი (50), 3:2 კოქსი (61), 4:2 კოქსი (90)
ჰალ სიტი-იპსვიჩი 3:1
გოლები: 1:0 მაკლინი (27), 2:0 კეირნი (32), 2:1 სკოტლანდი (57), 3:1 სტიუარტი (3:1)
ბრაიტონი-რექსჰემი 1:1
გოლები: 1:0 კესკი (48), 1:1 კისლევიჩი (62)
ქოვენთრი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 1:0 მაკშეფრი (5), 1:1 ვორდ-პროუსი (64), 1:2 მარტინი (82)
კროული-ბრისტოლ სიტი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ტუბსი (73)
დერბი-კრისტალ პალასი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 რობინსონი (9)
დონკასტერი-ნოთს ქაუნთი 0:2
გოლები: 0:1 ჰიუზი (37), 0:2 ჰიუზი (70)პენ.
ფლიტვუდი-ბლეკპული 1:5
გოლები: 0:1 ლუალულა (24), 0:2 ფილიპსი (47), 0:3 ინსი (55), 1:3 ვარდი (70), 1:4 ფილიპსი (77), 1:5 ფილიპსი (81)
მიდლსბრო-შრიუსბერი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 ემნესი (40)
რედინგი-სტივენეიჯი 0:1
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 ჩარლზი (21)
შეფილდ იუნ-სალსბერი 3:1
გოლები: 1:0 პორტერი (18), 2:0 ევანსი (60), 3:0 ვები (72)ს.კ-ში, 3:1 მაკლინი (86)
უოტფორდი-ბრედფორდი 4:2
გოლები: 1:0 დინი (3), 1:1 ჰანსონი (8), 2:1 სორდელი (40), 3:1 ფორსიტი (57), 4:1 ფორსიტი (59), 4:2 ველსი (88)
მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:3
მანჩესტერ სიტი: პანტილიმონი, რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, კოლაროვი, დე იონგი, მილნერი, ნასრი (82. ჰარგრივსი), ა. ჯონსონი (46. სავიჩი), დ. სილვა (46. საბალეტა), აგუერო
მანჩესტერ იუნაიტედი: ლინდეგორი, სმოლინგი, ჯონსი, ფერდინანდი, ევრა, ვალენსია, კერიკი, გიგზი, ნანი (60. სქოულზი), რუნი, უელბეკი (75. ანდერსონი)
გოლები: 0:1 რუნი (10), 0:2 უელბეკი (30), 0:3 რუნი (39), 1:3 კოლაროვი (48), 2:3 აგუერო (64)
ბირმინგემი-ვულვერჰემპტონი 0:0
დაგენჰემი-მილუოლი 0:0
ნოტინგემ ფორესტი-ლესტერი 0:0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"