დაბნეულობა კალენდრის გადატვირთვამ განაპირობა. თავად განსაჯეთ - 28 მაისს "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სტადიონზე, უეფას მოთხოვნების თანახმად, მანამდე ორი კვირა თამაში არ უნდა გაიმართოს - მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. გამოდის (და ასეც იყო დაგეგმილი), რომ საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალი 14 მაისს უნდა
არსებობს ასეთი გამოსავალი: ასოციაციის თასის ფინალი იმავე დღის 17:30-სთვის გადაიტანონ, რასაც ტელევიზიები, ბუნებრივია, მიესალმებიან, მაგრამ ტრადიციონალისტები ლამისაა გაგიჟდნენ...
ვინმემ შესაძლოა იფიქროს, რომ ასეთ პირობებში ჩემპიონატის თამაშების გადადება აჯობებდა, მაგრამ ეს იმ კაცის ნათქვამი იქნება, ვისაც არ ესმის, რომ პრემიერლიგა ატარებს შეჯიბრებას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უყურბენ, უკვე დადებულია უამრავი სატელევიზიო თუ სარეკლამო კონტრაქტი და ამ ქსელში მთელი მსოფლიო ასეულობით მილიონი დოლარითაა გაბმული...
ერთი სიტყვით, აქ ვერაფერს შეცვლი. საფეხბურთო ასოციაციამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები სატელევიზიო უფლებების მფლობელ კომპანია ITV-სთან და ტელეკომპანია ESPN-თან, რომელიც 2011-ში პირველად გადასცემს ინგლისის თასის ფინალს. ESPN-ს რასაკვირველია, ურჩევნია მისი გადასაცემი შეხვედრა სხვა თამაშებთან არ აითქვიფოს (ანუ პრემიერლიგის მატჩებს არ დაემთხვეს). მას ხომ ტელეაუდიტორიის შემოკრება აქვს დაგეგმილი...
არის ასეთი კაცი, სახელად - ნაიალ სლოუენი, რომელიც ITV-ში სპორტის საკითხებს აკონტროლებს. ადრე ის BBC-ში მუშაობდა. სლოუენი 2005 წლიდან დაჟინებით მოითხოვს ასოციაციის თასის ფინალის 17:30-ზე გადატანას. ამ კაცს საფეხბურთო ასოციაციით დაწყებული, სხვა კონსერვატორებით დამთავრებული ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდნენ და ეს ადამიანები შემდგომ ორშაბათსაც უნდა შეიკრიბონ იმავე საკითხზე სათათბიროდ. საფეხბურთო ასოციაციის პრესმდივანმა ჯერჯერობით მოკლედ თქვა: "ჩვენ სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ".
საინტერესოა, რომ ასოციაციას უკვე გადასახდელი აქვს სოლიდური ჯარიმა, რადგან არ დაუკვირდა და ფეხბურთის ლიგის (აერთიანებს ჩემპიონშიფს, პირველსა და მეორე ლიგებს) პლეიოფები მაინც და მაინც ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაამთხვია. მოგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ დღეში გაიმართება, პირველი და მეორე ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები კი მანჩესტერის "ოლდ ტრეფორდსა" და კარდიფის "მილენიუმზე" ჩატარდება.
და ბოლოს - დაარსების დღიდან ანუ 1871 წლიდან ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი სულ სამჯერ დაიწყო განსხვავებულ დროს. ერთხელ ეს მოხდა 1873 წელს, მეორედ 1896-ში, ხოლო მესამედ 1923 წელს, როცა სტადიონს იმდენი ხალხი მიაწყდა, ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, შეხვედრის დაწყება დაეყოვნებინათ...