13 მილიონი გიანში

AutoSharing Option
სწორედ ამ ფასად შეიძინა ინგლისურმა "სანდერლენდმა" გასული მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი.

"სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრიუსი 24 წლის ასამოა გიანის დამატებით უზომოდ კმაყოფილია: "შესანიშნავი ახალწვეული გვყავს. დარწმუნებული ვარ, თავდასხმაში აღარ გაგვიჭირდება".

კარგ ხასიათზეა თავად გიანიც. "წლებია, პრემიერლიგას ტელევიზორით ვუყურებ და იქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ისიც ვიცი, რომ "სანდერლენდს" გამორჩეული ფანები ჰყავს. მოკლედ, ახალი გუნდის შემადგენლობაში დებიუტს უდიდესი სიხარულით ველი", - ამბობს განელი ფორვარდი, რომლის ანგარიშზეც მშობლიური ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 44 მატჩი და 22 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული