სამი საათი... გადარჩა

AutoSharing Option

...აღარ დაჭირდა შემდეგ ორშაბათამდე ცდა - ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, უფრო სწორედ კი მისი ფინალის დაწყების დრო გადარჩა! ასე და ამგვარად, ისევე, როგორც ბოლო 139 წლის განმავლობაში, ფინალი 2011 წელსაც შუადღის სამ საათზე გაიმართება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გამონაკლისი მხოლოდ სამჯერ იყო (1873, 1896 და 1923 წლებში) და შიშობდნენ, რომ ამჯერადაც გამონაკლისის დაშვება გახდებოდა საჭირო, მაგრამ როდესაც რაღაცის, მაგალითად ტრადიციის გადარჩენა ძალიან გინდა, გამოსავალს აუცილებლად მოძებნი. მოკლედ შეგახსენებთ მღელვარების მიზეზს: 28 მაისს "უემბლი" ჩემპიონთა ლიგის ფინალს მასპინძლობს; უეფას მოთხოვნის თანახმად

სტადიონზე, სადაც ლიგის ფინალია დანიშნული, მანამდე, ორი კვირის განმავლობაში ბურთი არ უნდა გაგორდეს. გამოვიდა, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი 14 მაისს უნდა გამართულიყო, ამ დღეს კი შუადღის სამ საათზე პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის თამაშებია დაგეგმილი. რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი - თასის ფინალი ექვსის ნახევრისთვის გადაეწიათ ანუ საუკუნოვანი ტრადიცია დაერღვიათ. აბა, პრემიერლიგა თავის თამაშებს უკვე გაფორმებული ათასგვარი სატელევიზიო კონტრაქტების გამო ჯიუტად არ ძრავდა ადგილიდან...

თუმცა საბოლოოდ მაინც პრემიერლიგამ დაიხია უკან. მთელი ტურის კვირისთვის გადატანას ისევ ტრადიციულ დღეს, შაბათს დარჩენა ამჯობინა, ოღონდ თამაშების ორ ჯგუფად დაჰყო: პირველი ჯგუფის თამაშები 12 საათსა და 45 წუთზე გაიმართება, მეორე ჯგუფის ტამაშები კი 15 საათსა და 15 წითზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული