აგენტი: კარლოს ტევესს მხოლოდ "მილანში" სურს თამაში

AutoSharing Option
არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის აგენტმა კია ჯურაბჩიანმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ "მილანში" სურს თამაში.

"ტევესს მხოლოდ "მილანში" სურს თამაში. "მანჩესტერ სიტის" მიზნების გასარკვევად ვიცდით, მაგრამ პსჟ-ს უკვე ვუთხარით, რისი თქმაც გვინდოდა.

რაც შეეხება "ინტერს", მასთან მოლაპარაკებას არასდროს ვაწარმოებდით, ამიტომ ამ ვარიანტს არც განვიხილავთ.

პსჟ-ში კარლო ანჩელოტი რომ არ მუშაობდეს, პარიზში მოსალაპარაკებლად არც ჩავიდოდი", - განაცხადა ჯურაბჩიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული