ჯეკ უილშირისთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მიმდინარე სეზონში მოედანს ვერ დაუბრუნდება.

20 წლის ფეხბურთელმა შემოდგომაზე კოჭის ოპერაცია გადაიტანა და მოედანს თებერვალში უნდა დაბრუნებოდა. თუმცა ტრავმის რეციდივის გამო უილშირმა კოჭის ტკივილი კვლავ იგრძნო.

შიშობენ, რომ მოთამაშისთვის სეზონი დასრულებულია. შესაბამისად, უილშირს არც ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული