არსენ ვენგერს ედენ აზარის ლონდონის "არსენალში" გადაყვანა სურს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა ბელგიურ პრესაში საფრანგეთის "ლილის" ფლეიმეიქერ ედენ აზარის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

აზარის თქმით, მას კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელება სურს.

"აზარს სიამოვნებით მივიღებდი. ის რამდენიმე მიზეზის გამო მომწონს. ეს ის მოთამაშეა, რომელიც თამაშის ხელოვნებას ფლობს, მოედანს კარგად ხედავს და შეტევებს თავად ასრულებს.

ასეთი დონის მოთამაშე ჩვენთან უნდა თამაშობდეს", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული