ასტონ ვილამ ულიე აირჩია

AutoSharing Option
ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ "ასტონ ვილას" სათავეში ჩადგომაზე თანხმობა განაცხადა. მოგეხსენებათ, მარტინ ო’ნილის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ ბირმინგემულ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო და "ვილას" მეპატრონეები სხვადასხვა კანდიდატურებს განიხილავდნენ.

ოთხშაბათს დილით 63 წლის ულიე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდება და ამ დაწესებულების ტექნიკური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას წარუდგენს.

ამავდროულად, ულიეს ადვოკატები "ასტონ ვილასთან" ფრანგის პირადი კონტრაქტის დეტალებს აგვარებენ და როცა შეთანხმებას მიაღწევენ, ულიეს დანიშვნაც ოფიციალურად მაშინვე გამოცხადდება.

სავარაუდოდ, ეს ხუთშაბათს მოხდება და ამ შემთთხვევაში ჟერარ ულიე ორშაბათს
თავის ახალ გუნდს პირველად უხელმძღვანელებს – "ვილა" "სტოკს" გასვლით მატჩში შეხვდება.

აქვე ულიეს წარსულ წარმატებებსაც შეგახსენებთ. ფრანგმა სპეციალისტმა "პარი სენ-ჟერმენი" საფრანგეთის ჩემპიონობამდე 1986 წელს მიიყვანა, ხოლო 2006-ში და 2007-ში იგივე ტიტული "ლიონს" მოაგებინა. 2001 წელს კი ჟერარ ულიეს თავკაცობით "ლივერპულმა" ჯილდოთა მთელი კოლექცია დააგროვა – უეფას თასი, ევროპის სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი, იგივე "კომიუნიტი შილდი". იმ სუპერწარმატებული სეზონის შემდეგ ულიეს ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" ერთადერთხელღა გაიბრწყინა – 2003-ში, როცა ლიგის თასი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული